logo_geo
eng_logo
რუსთაველის თეატრში, გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
- +

25 ოქტომბერი. 2016. 00:14



24 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრში, გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული კონკურსის - „ერთგულება" გამარჯვებულთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.


გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია მინიატურის ჟანრში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟითა და ფონდ „კულტურათა დიალოგის" ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა. კონკურსის სახელწოდება - „ერთგულება", გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი მინიატურის მიხედვით შეირჩა. „ფონდი - კულტურათა დიალოგის" დამფუძნებელი და დირექტორი ირმა სანაძემ აღნიშნა, რომ წლევანდელ კონკურსში 100 ნამუშევარზე მეტი იქნა მიღებული და საკმაოდ რთული აღმოჩნდა გამარჯვებულების გამოვლენა.


„როგორც ლიტერატურის შემადგენელი, მინიატურულ ჟანრი მნიშვნელოვანია. შემდეგ წელასც ვფიქრობ ჩატარდება. ძალიან რთულია ღონისძიების გამართვა. მეგობრების  და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ვწვალობთ და ვცდილობთ.

 

ასამდე ნამუშევარი მოვიდა. ბევრი ვერ მივიღეთ, რადგან პირობებს ვერ აკმაყოფილებენ. ერთი გვერდია და ალბათ უჭირთ ასეთი პატარა მოთხრობების დაწერა. ასაკი არ გვაქვს შეზღუდული. ბევრი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას, რაც ძალიან მახარებს",- განაცხდა სანაძემ.


როგორც კონკურსის ჟიურის წევრი ამირან არაბული აღნიშნავს, ლიტერატურის მინიატურული ჟანრი წლების მანძილზე მივიწყებული იყო და აღნიშნული ღონისძიების მეშვეობით კვლავ აღდგა.


„უკვე მესამე კონკურსი ტარდება. გამოცდილება დიდი გვაქვს ამ კონკურსის ჩატარების და მომზადების. როგორც შარშან და შარშანწინ, წელსაც იყო ძალიან ბევრი ნიმუში. როდესაც კარგი ნაწარმოებებია ჭირს ხოლმე საუკეთესოს გამორჩევა, მაგრამ აუცილებელია დაასახელო მესამე მეორე და პირველი ადგილები. ლიტერატურის ჟანრი მინიატურა, წლების განმავლობაში მივიწყებული იყო. ამ კონკურსის წყალობით წამოიწია და ფართო მკითხველის არეალში მოექცა, რაც მე დიდ დამსახურებად მიმაჩნია",- აღნიშნა არაბულმა.


წლევანდელ კონკურსზე 100-ზე მეტი საკონკურსო ნამუშევრიდან კომპეტენტურმა ჟიურიმ სამი საპრიზო და ოთხი საუკეთესო ნამუშევარი გამოავლინა. გამარჯვებულებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული ფულადი პრემია გადაეცათ.


„ჯილდო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის გოდერძი ჩოხელის სახელობის. არ მეგულება საქართველოში ვინმე ვისაც ეს ჯილდო არ გაეხარდებოდა. ჩემთვის ძალიან ემოციურია. ძალიან ბევრმა ჩემმა კარგმა კოლეგამ მიიღო მონაწილეობა და ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ ავტორებში ჩემი მინიატურა გამოარჩიეს",- განაცხადა კონკურსის მონაწილემ ლელა ცუცქირიძემ, რომელმაც მინიატურულ ჟანრში მესამე ადგილი მოიპოვა. 



კონკურსის  გამარჯვებული ნათია როსტიაშვილი გახდა, რომელმაც 2014 წელსაც გაიმარჯვა.


„სასიხარულო ამბავია. მით უმეტეს, კონკურსში, რომელშიც გაიმარჯვე გოდერძი ჩოხელის სახელი ჰქვია ორმაგად სასიხარულოა, საამაყოა და საპასუხისმგებლოა. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის გამარჯვება. ვულოცავ. დანარჩენ ფინალისტებსაც და წარმატებებს ვუსურვებ",- განაცხადა როსტიაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner