logo_geo
eng_logo
„ეს იყო საზარელი მკვლელობა, რომელიც ახალაიამ, მაზმიშვილმა, ქარდავამ და „მასტერამ“ ჩაიდინეს“
- +

25 ოქტომბერი. 2016. 00:37


 

ჩემი თვალით დავინახე, რომ პირადად დათა ახალაიამ ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭის გვამს საკონტროლო ტყვია დაახალა! „ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი პოლიტპატიმარი ტრისტან წითელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.


ტრისტან წითელაშვილი წარსულს იხსენებს და აცხადებს, რომ თავად შეესწრო სამი უდანაშაულო ახალგაზრდის სასტიკ მკვლელობას.


იგი გაზეთის საშუალებით იმ ადამიანებს მოუწოდებს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" დროს დაზარალდნენ.


მე ვარ უშუალო თვითმხილველი იმ საზარელი მკვლელობისა, რომელიც 2006 წლის 12 იანვარს შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა - დათა ახალაიამ, გიორგი მაზმიშვილმა, ლევან ქარდავამ და „მასტერამ" - გია დგებუაძემ ჩაიდინეს. ამ გარეწრებმა სამი უდანაშაულო ახალგაზრდა, უიარაღო ბიჭები, ნავთლუღის ავტოსადგურზე, რკინიგზის გამყოფ კედელთან მიიმწყვდიეს, ცეცხლი გაუხსნეს, უმოწყალოდ ჩახოცეს და ბოლოს საკონტროლო გასროლები განახორციელეს! ახლაც ყურში ჩამესმის საწყალი ბავშვების განწირული ყვირილი:„რას გვერჩით, ნუ გვესვრით!"

 

ამის შემდეგ, ყოფილი პოლიტპატიმარი ნავთლუღის ე.წ. სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს, სადაც სამი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

 

შეიარაღებულ პირებს ნიღბები ეკეთათ, თანაც, ჩემკენ ზურგით იყვნენ და მათ სახეებს ვერ ვხედავდი. ყველაფერი წამებში მოხდა - ბიჭები ჯერ დახვრიტეს, მერე კი სამივეს სათითაოდ დაახალეს საკონტროლო ტყვიები. საკონტროლო გასროლის განხორციელების შემდეგ ერთ-ერთმა ნიღაბი მოიხსნა და მაშინვე ვიცანი, რომ ეს კუდ-ის უფროსი დათა ახალაია იყო. ჩემი თვალით დავინახე, ისიც რომ მეორე გვამზე საკონტროლო გასროლა განახორციელა გიორგი მაზმიშვილმა, რომელსაც „მასტერასა" და ლევან ქარდავას მსგავსად, იმ მომენტისათვის ნიღაბი მოხსნილი ჰქონდა. „მასტერას" იარაღი ეჭირა და ისროდა. სროლა რომ დამთავრდა და საკონტროლო გასროლებიც განახორციელეს, მოიტანეს შავი სპორტული ჩანთა, საიდანაც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და სამივე ბიჭის ცხედართან ცალკ-ცალკე დადეს. ნაცებს არაერთი უმძიმესი დანაშაული აქვთ ჩადენილი და დარწმუნებული ვარ, ბევრი მოწმე არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ პროკურატურასა და სასამართლოს ღირებული ჩვენებები მისცენ!" - აცხადებს ტრისტან წითელაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner