logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება
- +

17 მარტი. 2016. 16:49


„რამდენიმე დღეა, რაც ლარის გამყარების ტენდენცია შეიმჩნევა. უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის კურსი, რომელიც თვეების განმავლობაში გვქონდა, სპეკულაციური გახლდათ", - „ახალგაზრდული ცენტრის" წარმომადგენელი გიორგი ჩიქოვანი განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის პრეს-სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალას „რეპორტიორი" გთავაზობთ:

 

„მოკლედ  შევეხები იმ ფაქტორებს, რომელთა დამსახურებაც გახლავთ ეროვნული ვალუტის გამყარება როგორც დოლარის, ასევე ევროს მიმართ. ლარის კურსი ზოგადად დამოკიდებულია შიდა და გარე ფაქტორებზე. დღეს არსებული მდგომარეობით ლარზე უარყოფით გავლენას არ ახდენენ  გარე ფაქტორები, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც შეიმჩნევა დოლარის გაუფასურება, ხოლო ეროვნული ვალუტის გამყარება. ასევე ლარის გამყარების მნიშვნელოვანი ფაქტორია მთავრობის და ეროვნული ბანკის შეთანხმებული, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობა და მუშაობა. ასევე, ის ეკონომიკური რეფორმები და ინიციტივები, რომლის განხორციელებაც ჩვენმა მთავრობამ დაიწყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით და დღეს მას  წარმატებით აგრძელებს ახალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშილი.

 

ეროვნული ბანკის აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის საქმიანობის მიმართ ბევრი კითხვა გვქონდა და გვაქვს დღესაც. მის მიერ გატარებული არათანმიმდევრული პოლიტიკა, გარკვეულწილად დამაბნეველ ეფექტს ქმნიდა ბაზარზე, რაც ლარზე ნდობის შემცირებას და მის გაუფასურებას იწვევდა. მოკლევადიან პერიოდში ველოდები ლარის უმნიშნელო გაუფასურებას, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება", - ნათქვამია გიორგი ჩიქოვანის განცხადებაში.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner