logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მეათე ჩოგანი თომას ბერდიხი დაამარცხა
- +

25 ოქტომბერი. 2016. 02:03



საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიაში მიმდინარე ERSTE BANK OPEN-ზე, მსოფლიოს მეათე ჩოგანი თომას ბერდიხი 3 სეტში 6:4; 6:7(5:7); 7:5 დაამარცხა.


ბასილაშვილმა პირველ შეხვედრაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი განთესვის ბრაზილიელი ტომას ბელუჩი 2 სეტში 6:2; 7:5 დაამარცხა. მეორე საკვალიფიკაციოში კი, რუმინელ რადუ ალბოტს 6:3; 0:6; 6:3 სძლია.


მერვედფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner