საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრიაში მიმდინარე ERSTE BANK OPEN-ზე, მსოფლიოს მეათე ჩოგანი თომას ბერდიხი 3 სეტში 6:4; 6:7(5:7); 7:5 დაამარცხა.
ბასილაშვილმა პირველ შეხვედრაში, საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი განთესვის ბრაზილიელი ტომას ბელუჩი 2 სეტში 6:2; 7:5 დაამარცხა. მეორე საკვალიფიკაციოში კი, რუმინელ რადუ ალბოტს 6:3; 0:6; 6:3 სძლია.
მერვედფინალში საქართველოს პირველი ჩოგანი კარენ ხაჩანოვს დაუპირისპირდება.