logo_geo
eng_logo
დღეს „თიბისი გალერეაში“ რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი ალბომის პრეზენტაცია და მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება
- +

25 ოქტომბერი. 2016. 10:40



25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, „თიბისი გალერეაში" რუსუდან ფეტვიაშვილის პირველი ალბომის (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია) პრეზენტაცია და მხატვრის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.



ალბომი (ფერწერა, გრაფიკა, ილუსტრაცია)  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამომცემლობა „არტანუჯმა" გამოსცა.



მასში შესულია რუსუდან ფეტვიაშვილის სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები - როგორც 6-11 წლის ასაკში, ფანქრითა და ტუშით შესრულებული უნიკალური ნახატები, ასევე სხვადასხვა წიგნისთვის შექმნილი ილუსტრაციები („ვეფხისტყაოსანი", ფრანგულ ენაზე გამოცემული „დათა თუთაშხია" და სხვ.) და სახარების მინიატიურები.



ალბომის გაცნობა შესაძლებელია ქართულ და ინგლისურ ენებზე.



გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის ბოლო პერიოდში შექმნილი გრაფიკული და ფერწერული ტილოები.



გამოფენა 27 ოქტომბრის 15:00 საათამდე გაგრძელდება.


დასწრება  თავისუფალია!






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner