პაკისტანის დასავლეთში მდებარე ქალაქ ქვეტაში შეიარაღებულ „ბოევიკთა" ჯგუფი პოლიციის სასწავლებელს თავს დაესხა. „ბოევიკები" სასწავლებლის ტერიტორიაზე შეუფერხებლად შევიდნენ, შემდეგ კი ყაზარმაში შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდასხმის შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.
დამნაშავეებმა კურსანტთა ნაწილი ტყვედ აიყვანეს. მათი გათავისუფლება პაკისტანის უშიშროების ძალებმა მხოლოდ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ შეძლეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.