logo_geo
eng_logo
თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
- +

25 ოქტომბერი. 2016. 10:59



თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ერეკლე მეორის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაობი რეგიონული განვითარების მინისტრმა მოინახულა.


პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა. სასახლის ტერიტორიაზე დასრულებულია აივნების სვეტების მონტაჟი და კირით ლესვითი სამუშაოები.


დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა. ამჟამად მიმდინარეობს ვიტრაჟებისა და განათების მონტაჟი.



პარალელურად, მიმდინარეობს ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაციაც. მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაობის დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 2 მილიონამდე ლარია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner