logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: უი, ირმა ნადირაშვილის ქმარმა კოორდინატორების ფული მიითვისაო?
- +

25 ოქტომბერი. 2016. 11:18



„უი, ირმა ნადირაშვილის ქმარმა, დაღელაშვილმა, კოორდინატორების ფული მიითვისაო? ახლა ჩაატაროს ბრიფინგი, სხვას რომ თვალებს ჩიჩქნიდა და ჭორებს უვრცელებდა", - ასე ეხმაურება ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „ნაციონალური მოძრაობის" ჩუღურეთის რაიონულ ორგანიზაციაში ერთმანეთს შტაბის უფროსი დავით დაღელაშვილი და ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი „ნაციონალების" მხრიდან, ირაკლი ჩოლოყაშვილი დაუპირისპირდნენ.


„დაპირისპირების მიზეზი პარტიული ფულის მითვისება გახდა. ჩუღურეთის შტაბის უფროსმა, დავით დაღელაშვილმა პარტიული აქტივისტებისა და კოორდინატორებისთვის გამოყოფილი ფული, 7000 დოლარი მიითვისა და „ნაცმოძრაობის" შტაბის წევრები ანაზღაურების გარეშე დატოვა.

 

აღნიშნული თანხა პარტიამ არჩევნების პირველი ტურისთვის კოორდინატორთა ხელფასების ანაზღაურებისთვის გამოყო, თუმცა დაღელაშვილმა კოორდინატორებს ხელფასები არ გადაუხადა და წინასაარჩევნოდ მხოლოდ სიტყვიერ დაპირებაზე, უფასოდ ამუშავა.

 

სიტუაცია შტაბში მას შემდეგ გამწვავდა, როდესაც დავით დაღელაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორებსა და მხარდამჭერებს ანაზღაურების გარეშე მუშაობა არჩევნების მეორე ტურშიც მოსთხოვა.

 

დაღელაშვილის თხოვნამ, უხელფასოდ დარჩენილი აქტივისტების უკმაყოფილება გამოიწვია და რაიონულმა შტაბმა დაშლა დაიწყო.

 

პარტიის აქტივისტებმა შტაბის უფროსს განუცხადეს, რომ მათ შრომას არავინ აფასებს და პარტიაში მათ ყოფნას არანაირი აზრი და პერსპექტივა აღარ აქვს.

 

კოორდინატორებისთვის განკუთვნილი 7000 დოლარის მითვისების შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის" ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ჩოლოყაშვილმაც შეიტყო. აღნიშნულმა ფაქტმა დაღელაშვილსა და ჩოლოყაშვილს შორის მწვავე დაპირისპირება გამოიწვია", - წერს „მარშალპრესი". 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner