logo_geo
eng_logo
მოწმის სკანდალური ჩვენება სერგო თეთრაძის საქმეზე და ციხეში წამების დეტალები
- +

25 ოქტომბერი. 2016. 11:22



ჯაშუშების და პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთმა დაზარალებულმა სკანდალური ჩვენება მისცა.



გია გორელაშვილის ინფორმაციით, მას მეგის ქარდავა მოკვლით დაემუქრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც 2011 წლის სექტემბერში ის რამდენიმე პირთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში მის მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა განხორციელდა.


გორელაშვილმა ამჯერად კონკრეტული გვარებიც დაასახელა. მან ასევე სხდომაზე განაცხადა, რომ წინასწარი პატიმრობის დროს პირველად ნახა სერგო თეთრაძე, რომელსაც სახეზე ცემის კვალი ეტყობოდა. მან ასევე გაიხსენა, როგორ მიმდინარეობდა მისი ცემა საპყრობილეში, ალექსანდრე მუხაძის კაბინეტში. ასევე ესმოდა, როგორ სცემდნენ სერგო თეთრაძეს. ამ საქმეზე გამოძიება ბაჩო ახალაიას წამების ორგანიზებას ედავება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner