ავტორი ნინო ჯიბუტი
„ამ ფაქტის მერე ყველა იმას ამბობს, „როგორ შეიძლება ამის გამოქვეყნება?" თუმცა, არცერთ ადამიანს სიტყვა არ წამოცდენია ოჯახის სიწმინდეზე. აღარანაირი მორალი აღარ არსებობს საქართველოში", - ასე ეხმაურება მსახიობი გივი სიხარულიძე „რეპორტიორთან" საუბრისას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების ფაქტს.
„კი ბატონო, საშინელი რამ მოხდა, საზიზღრობაა და დასასჯელია ამის გადამღებიც და გამავრცელებელიც. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მორალზე უნდა იყოს აქ საუბარი, რომელიც პირწმინდად გარეცხილია საქართველოში. აღარ არსებობს ქალის მორალი, აღარ არსებობს ქალის მრწამსი, აღარ არსებობს ქალის კდემამოსილება - შევარცხვინე ასეთი საქართველო", - აცხადებს სიხარულიძე.