logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: რესპუბლიკური პარტია სოროსის ფონდიდან დაფინანსდა!
- +

17 მარტი. 2016. 17:26


„თუ რესპუბლიკური პარტია კოალიციაში დარჩება, პირადად მე 2016 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას" ხმას არ მივცემ! ეს პარტია ჩვეულებრივი სააქციო ბირჟის დილერია", - ამ განცხადებას ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია „ასავალ-დასავალთან" საუბრისას აკეთებს. მისივე თქმით, რესპუბლიკური პარტია არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ფინანსდება და იმართება სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე.



„ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება „ქართული ოცნებისთვის", რა გადაწყვეტილებას მიიღებს „რესპუბლიკელებთან" დაკავშირებით. თუ რესპუბლიკური პარტია კოალიციაში დარჩება, პირადად მე 2016 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას" ხმას არ მივცემ! ეს პარტია ჩვეულებრივი სააქციო ბირჟის დილერია!

 

„რესპუბლიკელებს" არ ვენდობი! ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ფინანსდება და იმართება სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე. რა მნიშვნელობა აქვს, პოლიტიკურ ძალას რუსეთი აფინანსებს თუ აშშ?! 2005 წელს რესპუბლიკური პარტია „ღია საზოგადოება - საქართველომ" იყიდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - ყიდვა-გაყიდვის აქტი შედგა. ამ გარიგების საფუძველზე რესპუბლიკური პარტია სოროსის ფონდიდან დაფინანსდა. პარტიის წამყვან პოლიტიკურ სახეებს ხელფასები დაუნიშნეს. გარიგების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამხდარიყო. ამის შემდეგ კიდევ შეიძლება ენდოს ხალხი ამ პოლიტიკურ ძალას?!" - განაცხადა ხოფერიამ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner