რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით გარკვეული ტიპის ერთობის შექმნას აპირებდა და მათთან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა ადრესატმა პარტიებმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა პირველმა დამფუძნებელმა მირიან მირიანაშვილიმა გაზეთ „ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომყოფილი სახელისუფლებო პარტია „ნაცმოძრაობა" მართლაც ცდილობდა საპარლამენტო გადატრიალებას და ახალი უმრავლესობის შექმნას, რომლითაც „ქართული ოცნება" უმცირესობაში დარჩებოდა.
„ნაციონალური მოძრაობა" მართლაც ცდილობდა საპარლამენტო გადატრიალებას, ახალი უმრავლესობის შექმნასა და „ქართული ოცნების" უმცირესობაში დატოვებას. ნაციონალებთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ „თავისუფალი დემოკრატები", „ეროვნული ფორუმი" და „რესპუბლიკელები". გარიგებებში ჩართული იყო გიგა ბოკერია. საქმე თითქმის გაჩარხული იყო.
აკლდებოდათ დაახლოებით 5 დეპუტატი. ამის შესახებ სააკაშვილი ამბობდა, რომ დანაკლისს „ოცნებიდან" შეავსებდა. რამდენიმე კაცი გადმობირებული ჰყავდათ. მათი ლუსტრირება მოგვიანებით უნდა მომხდარიყო. ფინალამდე ვეღარ მივიდნენ, იმიტომ, რომ ყველა „რესპუბლიკელი" ვერ დაითანხმეს. იმ ორ თუ სამ „რესპუბლიკელში", რომლებმაც შეთქმულებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს, იყო დავით უსუფაშვილი", - განაცხადა მირიან მირიანაშვილმა.