logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: რამდენიმე თვე ვეძებდი... ბოლოს მივაგენით
- +

25 ოქტომბერი. 2016. 13:04



„ამ ფილმს („ზარი") რამდენიმე თვე ვეძებდი: ოპერატორებთან, რეჟისორებთან, პირველ არხზე, კინოსტუდიაში. ლაშა შონიას იმდენჯერ დავურეკე, რომ ამის გამო დღემდე მრცხვენია; სამწუხაროდ, ფილმი ვერაფრით იპოვა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი წერს.

 

„ბოლოს მივაგენით; ამისთვის მადლობა: ბუბა ხოტივარს, რეზო მახათაძეს და ლიკა ხაინდრავას.

 

ეს ფილმი 1987 წელსაა გადაღებული. კინოს სახლში განხილვა მოეწყო თუ არა, ნეგატივის დაპატიმრების ბრძანება გაიცა. ამ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის გარკვეული წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ისინი გამოიძახეს: მინისტრთა საბჭოში, კონტროლის პალატაში, სასამართლოში. ეგონათ, ფილმის ნეგატივი დაპატიმრებული იყო, მაგრამ ნურას უკაცრავად - ამ ფილმს „ობიექტივის" მაყურებელი 2016 წლის 23 ოქტომბერს, გადაცემა „მემკვიდრეობაში" ნახავს. კინოს სახლში გამართულ ჩვენებას რა რეაგირება მოჰყვა, ამაზე ძალიან მოკლედ გოგა ხაინდრავას ვიდეოკომენტარიდან შეიტყობთ.

 

ამ ფილმის შემოქმედებითი კოლექტივი ასეთი გახლდათ:

სცენარის ავტორები: ჭაბუა ამირეჯიბი, ავთანდილ ხუჭუა;

რეჟისორები: ლაშა შონია, ნუგზარ ყიფიანი;

ოპერატორები: გიორგი ხაინდრავა, ალექსანდრე ყველაშვილი;

ხმის ოპერატორები: ვასილ არველაძე, ზურაბ თუმანიშვილი;

რედაქტორი: ზვიად დოლიძე;

ფილმის დირექტორი: ბადრი ფულარიანი;

ფილმზე მუშაობდნენ: ლილი სარაჯიშვილი, ნანა ყველაშვილი, მარიკა გოგიბერიძე, გივი გოჭოშვილი, ვლადიმერ საღარეიშვილი, რევაზ მახათაძე, სოსო ასათიანი, შოთა ქორქია", - წერს ნინო მიქიაშვილი.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner