„ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას",- ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ლარი საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად გამყარდება.
„ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეროვნულმა ბანკმა, რომლის თანახმადაც, ერთჯერად ტრანზაქციებს ჰქონდა ადგილი. ეს ტრანზაქციები დასრულებულია. ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი შეინარჩუნებს სტაბილურობას და როგორც არაერთხელ აღინიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ის აუცილებლად გამყარდება", - განაცხადა ხადურმა.