logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: უცნაური ამბების მომსწრენი ვართ
- +

25 ოქტომბერი. 2016. 13:27



ნუთუ ეს ყველაფერი დამთხვევებია?" - წერს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში.



უცნაური ამბების მომსწრენი ვართ: ჯერ იყო და ჯიხაშკარის საარჩევნო უბანზე 8 ოქტომბერს შეიჭრა გია მხეიძე, უშიშროების ყოფილი ჩინოსანი (თავის დროზე უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, გენერალ ავთო იოსელიანის დაქვემდებარებაში მყოფი), დაარბია საარჩევნო უბანი და გაიტაცა საარჩევნო ყუთი. ამის გამო ჯიხაშკარში არჩევნები გაბათილდა და ის განმეორებით ჩატარდა, ხოლო მხეიძე დაპატიმრებულია და მოსამართლემ ორთვიანი უკვე შეუფარდა.

ეს ის გია მხეიძეა, რომელმაც დანამდვილებით იცის იმ სპეცოპერაციის მთელი მიმდინარეობა, რასაც შედეგად მოყვა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია ჯიხაშკარისა და ძველი ხიბულას არეალზე. მისი სახლი მდებარეობს დაახლ. 200 მეტრის დაშორებით ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან, სადაც მიიყვანეს ზვიად გამსახურდია 1993 წლის დეკემბრის 20 რიცხვში. ამ სახლიდან გასული კი ის კარგად ცნობილი სამეულის და (სავარაუდოდ) ცოლ-ქმარ ღურწკაიების გარდა აღარავის უნახავს ცოცხალი.

როგორც საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე 2009-2011 წლებში, ყველანაირად ვცდილობდი მხეიძესთან შეხვედრას, მაგრამ მან თავი აარიდა ჩვენთან თანამშრომლობას და დაიმალა.

მხეიძის და ძმათა მისთა გზავნილი ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ (იქნება ის შევარდნაძის, სააკაშვილის თუ ივანიშვილის, მნიშვნელობა არა აქვს) მარტივია: ოღონდ ხელი არ მახლოთ, არ გამრიოთ გამოძიებაში ზვიად გამსახურდიას საქმეზე და ყველაფერზე ხელს მოვაწერ.

ახლა ასევე ჯიხაშკარელი გიგა შენგელია იპოვეს მოკლული კრწანისის საწვრთნელი ბაზის ტერიტორიაზე. ოჯახს არ ჯერა, რომ ის მართლა გუშაგმა მოკლა და ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს. მართლაც რა ხდება? არ მაინტერესებს ამ საკითხის ირგვლივ არსებული შეთქმულების თეორიები, მაგრამ ნუთუ ეს ყველაფერი დამთხვევებია?" - წერს გამსახურდია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner