logo_geo
eng_logo
„რუსი მაყურებელი მონატრებულია ჩვენს ხალხს და კულტურას“ - რა ჯილდო დაიმსახურეს ქართველებმა რუსულ КВН-ში
- +

25 ოქტომბერი. 2016. 13:29


 

საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრები რუსულ КВН-ში ბოლო წლებია აქტიურად მონაწილეობს და მცირე პერიოდში ორი სოლიდური პრიზის მფლობელი გახდა. ქართველი საზრიანები რუსეთიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ AMBEBI.GE-ს იუმორისტი ამიკო ჩოხარიძე ესაუბრა:



- 2014 წელს პრემიერ-ლიგის ჩემპიონატი მოვიგეთ, რომელიც КВН-ის დამფუძნებლის და პრეზიდენტის ალექსანდრ მასლიაკოვის შვილს მიჰყავს. შესაბამისად, ხშირად გვიწვევენ რუსეთში. თავდაპირველად ბალტიისპირეთში დავდიოდით, კერძოდ იურმალაში, მაგრამ წელს შეიცვალა შოუს ჩატარების ადგილი და სვეტლოგორსკში ვიყავით. სულ 13 კაცი ვიდექით სცენაზე და ისეთი წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი პროგრამა, პრეზიდენტის პრიზი ავიღეთ. ჩვენი ნაკრები საკმაოდ წარმატებულია. რუსეთში 2007 წლიდან დავდივართ, 2012 წელს განახლდა ნაკრები და ამ შემადგენლობას აქვს უკვე ორი მნიშვნელოვანი პრიზი. ერთ წელიწადში მოვახერხეთ პრემიერ-ლიგის ჩემპიონობა და Голосящий КиВиН-ის ჯილდოც ავიღეთ.



- თქვენთან ერთად რუსეთში იმყოფებოდა მუსიკოსი ლევან ჩიჩუა, იგივე TL. ის რა ფორმით თანამშრომლობს იუმორისტებთან?

 

- ლევანი ჩვენი მეგობარია, მას არაჩვეულებრივი მუსიკალური მონაცემები აქვს, ამ კუთხით დაგვიდგა გვერდით და მგონი გაგვიმართლა კიდეც. აქვე აღვნიშნავ იმასაც, რომ ძალიან კარგი იუმორი აქვს.


 

- როგორ გხვდებათ რუსი მაყურებელი?

 

 

- თბილად გვხვდებიან. მონატრებულებიც არიან ჩვენს ხალხს და კულტურას, იქ კომფორტულად ვგრძნობთ თავს. არაჩვეულებრივი მასპინძლები არიან.



- ქართველების გამოჩენას რუსულ სცენაზე კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვება, არ გეშინიათ კრიტიკის?

 

- არიან ბოროტი ადამიანები, ვინც კრიტიკით და პოლიტიკიურ ჭრილში აფასებს ხელოვანი ადამიანების ნაბიჯებს. ჩვენ ქვეყნის სახელი გაგვაქვს საზღვრებს გარეთ. 23 რუსულ გუნდს მათ ენაზე მოვუგეთ, ეს უფრო სასიამოვნო და გასახმაურებელია, ვიდრე ის, ვიღაც უსაქმური რომ განიკითხავს, როგორ ვაცინებთ რუსებს. სხვა როგორაა, არ ვიცი, მაგრამ მე რუსულენოვან ადამიანებთან პრობლემა არ მაქვს. ბევრი ახლობელი მყავს რუსეთში. მე ამ რუსულ თამაშს არ ვაქცევ ისეთ ყურადღებას, როგორც ბოროტი ადამიანები. დიდი მადლობა მას, ვინც გვერდით გვიდგას და გვგულშემატკივრობს.



ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner