ჰიპერმარკეტების ქსელი „გუდვილი" განცხადებას ავრცელებს:
„დღეს, 12:00 საათისთვის, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში, სადაც განთავსებულია „გუდვილის" ერთ-ერთი ფილიალი, გაჩნდა ხანძარი, საბედნიეროდ, ცეცხლს „გუდვილის" ფართში არ შეუღწევია.
ტერიტორიიდან მომხმარებლების და მომუშავე პერსონალის ევაკუაცია დროულად განხორციელდა და მათგან არავინ დაშავებულა.
ხანძრის სრულად ჩაქრობა ოპერატიულად განხორციელდა.
კომპანია „გუდვილი" დიდ მადლობას უხდის მომხმარებელს მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, ასევე კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უსწრაფესი რეაგირებისათვის. განსაკუთრებული მადლობა სახანძრო და სამაშველო სამსახურს თავდაუზოგავი და პროფესიონალური მუშაობისთვის, რომელთაც შეძლეს ინციდენტის უსწრაფესად აღმოფხვრა.
„გუდვილი" ხვალ 18:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას და ელის თავის მომხმარებელს", - ნათქვამია განცხადებაში.
სავაჭრო ცენტრში ხანძარი დაახლოებით 450-500 კვ.მ ფართობზე გავრცელდა და მოიცვა საკონდიტრო მაღაზია და გადახურვის ნაწილი. ელექსტროსადენების მეშვეობით ხანძარი სახურავშიც გავრცელდა. ადგილზე 18 სახანძრო ბრიგადა და მაშველები მუშაობდნენ.
დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა.