logo_geo
eng_logo
ახალგაზრდა ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე ჭაბუკებს შორის მსოფლიო ჩემპიონია
- +

25 ოქტომბერი. 2016. 13:37


 

მალაიზიაში, ქალაქ პენანგში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ძალოსნობაში ჭაბუკებს (U17) შორის, 94 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძემ  ატაცში 154 კგ, აკვრაში კი 186 კგ დაიმორჩილა და ორჭიდში მოპოვებული შდეგით - 340 კგ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.



აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ირაკლი ჩხეიძე მსოფლიო პირველობაზეც ერთ-ერთი ფავორიტი იყო.



საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მალაიზიაში 2 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. + 94 კგ-ში B ჯგუფში გამოვიდა თორნიკე ტაბატაძე, რომელმაც საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა.



მსოფლიო ჩემპიონი ირაკლი ჩხეიძე, ჭაბუკთა ნაკრების წევრებთან ერთად თბილისში 26 ოქტომბერს დოჰა-თბილისის რეისით 19:05 საათზე ჩამოფრინდება.



ზურაბ ანთაური (ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ტაქტიკურად მოვიგეთ. სასიამოვნოა, როდესაც ყველაფერში პირველზე ხარ, მაგრამ როგორც საჭირო იყო, ისე წავიყვანეთ პროცესი. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს გვერდით იდგა და ყველანაირად გვეხმარებოდა. პირადად ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს, რომელიც მაქსიმალურად ყურადღებით იყო. ჩვენი ძალოსნობისთვის, ჩვენი სპორტისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა. ირაკლიმ 6 შესაძლებლობიდან ექვსივე გამოიყენა. ეს კლასია".




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner