კახეთის რეგიონებში დილიდან თოვს. სიღნაღის და დედოფლისწყაროს რაიონებში თოვლის საფარმა რამდენიმე სანტიმეტრს მიაღწია.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ჯანიკაშვილის განცხადებით, უამინდობას პრობლემები არ შეუქმნია მგზავრებისთვის და სიღნაღში მყოფი ტურისტებისთვის.
„დილიდან თოვს, მაგრამ გზებზე თოვლი არ არის და ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად ხდება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ უამინდობა გაგრძელდა, მობილიზებულია ტექნიკა და ყველა შესაბამისი სამსახური იმისთვის, რომ გზების გაწმენდა დროულად მოხერხდეს", - აცხადებს დავით ჯანიკაშვილი.