logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: „ქართულმა ოცნებამ“ სწორედაც რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს!
- +

25 ოქტომბერი. 2016. 13:54



„კითხვის ასე დასმა - არიქა, ქვეყანა დაიღუპება, თუ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებსო, არასერიოზულია. ნაციონალებს რომ ჰქონდათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაშინ არ იყო ავტორიტარიზმი?! ეს არის დემაგოგია, ჩვეულებრივი ნაციონალური ტყუილი იმისთვის, რომ ხალხის მხარდაჭერა მოიპოვონ",- ამ სიტყვებით აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „ასავალ-დასავალთან" სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას, რომ „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ უნდა მიიღოს.


საყვარელიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ" აუცილებლად უნდა მოიპოვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რადგან კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზია, რომლის გამოსწორებას  ამის გარეშე ვერ მოახერხებენ.


„ქართულმა ოცნებამ" სწორედაც რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მოიპოვოს! სააკაშვილის მიერ სახელდახელოდ შეკერილი კონსტიტუცია უამრავ წინააღმდეგობას შეიცავს და სხვანაირად მისი შეცვლა წარმოუდგენელია! გეკითხებით - თუ „ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მიიღო, როგორ გამოსწორდება კონსტიტუციაში არსებული ხარვეზები?! „ნაციონალური მოძრაობა" გაცილებით უფრო სახიფათოა, ვიდრე „ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობა!" - განაცხადა საყვარელიძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner