logo_geo
eng_logo
საქართველოს ბანკმა 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა, ვაჭრობის დასაფინანსებლად
- +

25 ოქტომბერი. 2016. 13:55



25 ოქტომბერი, 2016, თბილისი  -  ქვეყნის წამყვანმა ბანკმა „საქართველოს ბანკმა" ხელშეკრულება გააფორმა  ერთწლიანი,  50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის („კლუბის დაფინანსება") მისაღებად ვაჭრობის დაფინანსებისთვის. აღნიშნული რესურსის გამოყოფა ორგანიზებულ იქნა Citi-ის მიერ, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC) ერთად, რომელიც დაფინანსებაში იღებს მონაწილეობას და უზრუნველყოფს  ნაწილობრივ საგარანტიო მხარდაჭერას თავისი გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (GTFP) მეშვეობით.


ეს „საქართველოს ბანკისთვის" კლუბის მესამე დაფინანსებაა, რომელიც Citi-ს მიერ იქნა ორგანიზებული რამდენიმე საერთაშორისო ინვესტორის მოზიდვით სინდიკაციის პროცესში. კლუბის წლევანდელი დაფინანსება ხელს შეუწყობს იმპორტისა და ექსპორტის ოპერაციების განხორციელებას „საქართველოს ბანკის" ძირითადი კორპორაციული კლიენტებისთვის, გაზრდის სავაჭრო ტრანზაქციების მოცულობას და ღირებულებას საქართველოს ეკონომიკის ძირითად დარგებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტის სფეროსა და ენერგეტიკაში. კლუბის დაფინანსება „საქართველოს ბანკმა" პირველად 2014 წელს მიიღო, რომელიც ასევე ორგანიზებული იყო Citi-ის მიერ IFC-ის სავაჭრო გარანტიის მხარდაჭერით.


„საქართველოს ბანკი, როგორც ვაჭრობის დაფინანსების წამყვანი პროვაიდერი ქვეყანაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თავისი კლიენტებისთვის საუკეთესო გადაწყვეტების  მიწოდებას", - აღნიშნა „საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. მისივე თქმით: „ახალი დაფინანსება კიდევ უფრო გააძლიერებს „საქართველოს ბანკის" პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სეგმენტში და დაგვეხმარება  ჩვენი კორპორაციული კლიენტურის ბაზის  მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებაში. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ კიდევ ერთხელ მოგვეცა ჩვენი დიდი ხნის პარტნიორებთან მუშაობის საშუალება. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადავუხადო Citi -სა და IFC-ს მათი უწყვეტი წარმატებული თანამშრომლობისთვის."


„Citi მტკიცედ უჭერს მხარს ვაჭრობის ნაკადის გაძლიერებას და მის დაფინანსებას მსოფლიოს მასშტაბით, ის ასევე ხელს უწყობს განვითარებად ქვეყნებს გლობალურ ვაჭრობაში უფრო მეტად მნიშვნელოვანი როლის შესრულებაში. Citi-ს აქვს უნიკალური უნარი გააერთიანოს ბაზრის ბევრი მოთამაშე - კლიენტები, პარტნიორი ბანკები და მულტილატერალური სააგენტოები ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალი სავაჭრო გადაწყვეტების შესამუშავებლად. ამ კონცეფციის გათვალისწინებით ჩვენ მივაწოდეთ იდეალური გადაწყვეტა „საქართველოს ბანკს", „კლუბის" სტრუქტურის მეშვეობით ვაჭრობის დასაფინანსებლად მზარდი თანხების მოზიდვის მიზნით," - აღნიშნა Citi-ს სადისტრიბუციო, სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტების მიმართულების უფროსმა ანურაგ ჩოდჰარიმ.


IFC-ის საფინანსო ინსტიტუტების დეპარტამენტის დირექტორმა მარკოს ბრუჯისმა განაცხადა: „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რამდენადაც ქვეყანა რეგიონის მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე მდებარეობს. Citi-ს და IFC-ის ფინანსური რესურსი საქართველოს ბანკის მიერ ვაჭრობის დაფინანსებას შეუწყობს ხელს. ეს ბანკი ქვეყანაში წამყვანი ინსტიტუტია ვაჭრობის დაფინანსებაში და ხელს შეუწყობს ძირითადი სასაქონლო ოპერაციების  მომსახურებას და უცხოური ვალუტის გენერაციას. IFC-ი დადებითად აფასებს საქართველოს ბანკთან გრძელვადიან თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებებით და მიესალმება ამ ბოლო ტრანზაქციას, რომელიც IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის საშუალებით განხორციელდა."


„საქართველოს ბანკი" პირველი ქართული ბანკი იყო, რომელიც IFC-ის გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამას 2008 წელს შეუერთდა. პროგრამა ახლა 500-ზე მეტ ბანკს აერთიანებს, 150 ქვეყანაში და მისი მეშვეობით გასულ წელს 6 მლრდ. აშშ დოლარზე მეტი გამოიყო მსოფლიოში ვაჭრობის დასაფინანსებლად. IFC-იმ საქართველოს ვაჭრობის სფეროსთვის 300 მლნ. აშშ დოლარზე მეტის მობილიზება განახორციელა GTFP-ის და ვაჭრობის და სასაქონლო ოპერაციების დაფინანსების სხვა პროგრამების საშუალებით. 





 

„საქართველოს ბანკის" შესახებ:

„საქართველოს ბანკი" ქვეყნის წამყვანი ბანკია მთლიანი აქტივების (საბაზრო წილი 33.5%), მთლიანი სესხებისა (საბაზრო წილი 32.1%) და კლიენტთა დეპოზიტების (საბაზრო წილი 31.8%) მიხედვით (2016 წლის 30 ივნისის  მდგომარეობით, ბანკების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული ფინანსური ინფორმაციის საფუძველზე). „საქართველოს ბანკი" მის კლიენტებს სთავაზობს კორპორაციული და საცალო საბანკო, ინვესტიციების მართვის, ასევე ქონებისა და სიცოცხლის დაზღვევის მომსახურების ფართო სპექტრს. 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, „საქართველოს ბანკი" ემსახურებოდა დაახლოებით 2 მილიონი კლიენტის ანგარიშს 273 სერვისცენტრის, 763 ბანკომატისა და 2,681 გადახდის აპარატისგან შემდგარი ქსელის, ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების პლატფორმისა და თანამედროვე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://bankofgeorgia.ge/


Citi -ს შესახებ:

Citi წამყვანი გლობალური ბანკია დაახლოებით 200 მილიონი სამომხმარებლო ანგარიშით, რომელიც საქმიანობას 160-ზე მეტ იურისდიქციაში და ქვეყანაში ახორციელებს.  Citi მომხმარებლებს, კორპორაციებს, მთავრობებს და ინსტიტუტებს უზრუნველყოფს ფინანსური პროდუქტების და სერვისების ფართო სპექტრით, მათ შორისაა სამომხმარებლო და საკრედიტო, კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურება, ფასიანი ქაღალდების საბროკერო სერვისები, ტრანზაქციების მომსახურება და დაგროვილი ქონების მართვა.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხ: www.citigroup.com  | Twitter: @Citi  | YouTube: www.youtube.com/citi  | Blog: http://new.citi.com  | Facebook: www.facebook.com/citi  | LinkedIn: www.linkedin.com/company/citi  


Citi -ს სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტების შესახებ:

Citi -ს სახაზინო და სავაჭრო გადაწყვეტები (TTS) განაპირობებს ჩვენი კლიენტების წარმატებას ფულადი ნაკადების მართვის და ვაჭრობის დაფინანსების ინოვაციური და მოთხოვნებზე მორგებული ინტეგრირებული სერვისების მიწოდებაში მულტინაციონალური კორპორაციებისთვის, საფინანსო დაწესებულებებისთვის და სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციებისთვის მთელ მსოფლიოში. თავისი უდიდესი ქსელის საფუძველზე საბანკო ლიცენზიებით 100 -ზე მეტ ქვეყანაში და გლობალურად ინტეგრირებული ტექნოლოგიური პლატფორმებით,    TTS აგრძელებს დარგის ყველაზე სრულყოფილი და მოწინავე ციფრული სახაზინო, სავაჭრო და ლიკვიდურობის მართვის გადაწყვეტების შეთავაზებას.


IFC-ის შესახებ:

IFC, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი და განვითარებაზე ორიენტირებული ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც განვითარებად ქვეყნებში კერძო სექტორს უწყობს ხელს. ჩვენ ვმუშაობთ 2,000 ბიზნეს. კომპანიასთან მსოფლიოს მასშტაბით და ვიყენებთ სამოცწლიან გამოცდილებას განვითარებისთვის საჭირო შესაძლებლობების შესაქმნელად იქ, სადაც ამის საჭიროება ყველაზე მწვავეა. 2016 ფინანსურ წელს, ჩვენმა გრძელვადიანმა ინვესტიციებმა განვითარებად ქვეყნებში თითქმის 19 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. ჩვენი კაპიტალი, ცოდნა და გავლენა მიმართულია კერძო სექტორის ხელშეწყობისკენ იმისათვის, რომ მან გადამწყვეტი როლი შეასრულოს  უკიდურესი სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.ifc.org.



Bank of Georgia Raises $50 million Trade Finance Facility



October 25, 2016, Tbilisi - Bank of Georgia, the leading Georgian Bank has closed a $50 million one-year Trade Finance Club Facility ("Club Facility") arranged by Citi with IFC, a member of the World Bank Group, contributing in funding and providing partial guarantee support through its Global Trade Finance Program.


This is the third Club Facility arranged by Citi for Bank of Georgia, which attracted several international investors during the syndication. Proceeds of this year's Club Facility will support import and export transactions for prime corporate customers of Bank of Georgia, increasing the volume and value of trade transactions in Georgia's key economic sectors, including agribusiness, transportation and energy.  The first ever Trade Finance Club Facility for a Georgian bank was issued to Bank of Georgia in 2014 and was also arranged by Citi, with IFC trade guarantee support.


"As the leading trade finance business provider in the country, Bank of Georgia puts a great importance on consistently providing the best solutions to its clients," said Kaha Kiknavelidze, CEO, Bank of Georgia. "This new facility will further strengthen the Bank's position in the trade finance segment and will help us to meet the evolving needs of our corporate client base. We are very pleased to once again cooperate with our established partners and I would like to take the opportunity to thank Citi and IFC for their continuous successful collaboration."


"Citi is firmly committed to supporting the flow of trade and commerce financing around the world, as well as helping emerging market economies play a more significant role within global trade" comments Anurag Chaudhary, Global Head of Distribution, Treasury and Trade Solutions at Citi. "Citi has a unique ability to bring together a number of players in the market - clients, partner banks and multilateral agencies - to help structure new trade solutions for our clients. With this concept in-mind, we have assisted in providing an ideal solution for Bank of Georgia via the "club" structure to help raise incremental amounts of trade financing."


Marcos Brujis, IFC Global Director, Financial Institutions, said, "Support for international trade is key to the continued economic development of Georgia, an important regional crossroads. The Citi and IFC facility will accelerate the flow of trade credit to Georgia's leading trade finance intermediary, Bank of Georgia, helping service the import of critical commodities and generating much-needed foreign exchange through export activity. IFC is proud of our long-term cooperation with Bank of Georgia across many lines of business and for this recent transaction through IFC's Global Trade Finance Program."


Bank of Georgia joined IFC's Global Trade Finance Program in 2008, the first Georgian bank to enroll in the GTFP. The award-winning program now brings together more than 500 banks in 150 countries, and last year supported more than $6 billion in trade worldwide. IFC has supported more than $300 million in trade in Georgia through GTFP and its other trade and commodity-finance programs.

 

About Bank of Georgia:

Bank of Georgia is the leading Georgian bank, based on total assets (33.5% market share), total loans (32.1% market share) and client deposits (31.8% market share) as of 30 June 2016. The Bank offers a broad range of retail banking, corporate banking, investment management and P&C insurance services. As of 30 June 2016, the Bank served approximately 2.0 million client accounts through one of the largest distribution networks in Georgia, with 273 branches, the country's largest ATM network, comprising 763 ATMs, 2,681 self-service terminals and a full-service remote banking platform and a modern call center. For more information, visit www.bog.ge.


About Citi:

Citi, the leading global bank, has approximately 200 million customer accounts and does business in more than 160 countries and jurisdictions. Citi provides consumers, corporations, governments and institutions with a broad range of financial products and services, including consumer banking and credit, corporate and investment banking, securities brokerage, transaction services, and wealth management.


Additional information may be found at www.citigroup.com  | Twitter: @Citi | YouTube: www.youtube.com/citi  | Blog: http://new.citi.com  | Facebook: www.facebook.com/citi  | LinkedIn: www.linkedin.com/company/citi


About Citi Treasury and Trade Solutions:

Citi Treasury and Trade Solutions (TTS) enables our clients' success by providing an integrated suite of innovative and tailored cash management and trade finance services to multinational corporations, financial institutions and public sector organizations across the globe. Based on the foundation of the industry's largest proprietary network with banking licenses in over 100 countries and globally integrated technology platforms, TTS continues to lead the way in offering the industry's most comprehensive range of digitally enabled treasury, trade and liquidity management solutions.


About IFC:

IFC, a member of the World Bank Group, is the largest global development institution focused on the private sector in emerging markets. Working with 2,000 businesses worldwide, we use our six decades of experience to create opportunity where it's needed most. In FY16, our long-term investments in developing countries rose to nearly $19 billion, leveraging our capital, expertise and influence to help the private sector end extreme poverty and boost shared prosperity. For more information, visit www.ifc.org




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner