logo_geo
eng_logo
წიგნი "მერაბ კოსტავა" ქართულ-აფხაზურად გამოიცა
- +

25 ოქტომბერი. 2016. 14:16




27 ოქტომბერს ნინო მიქიაშვილის წიგნის („მერაბ კოსტავა") წარდგენა გაიმართება. ამის შესახებ "რეპორტიორს" თავად ნინო მიქიაშვილმა განუცხადა.


 

მერაბ კოსტავა აფხაზი ხალხის გულებისკენ სავალ გზას ეძებდა. ჩემი წიგნი „მერაბ კოსტავა", რომელიც ბიოგრაფიული ჟანრისაა, ამ ზაფხულს ქართულ-აფხაზურად გამოიცა. 27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე აღინიშნება და წიგნის წარდგინება სწორედ ამ დღეს დავამთხვიეთ.

 

წიგნი ბიოგრაფიული ჟანრისაა და ქართულ ენაზე პირველად გამოიცა 2013 წლის 13 ოქტომბერს. დაახლოებით ორი წელი ვეძებდი აფხაზს, რომელიც წიგნს აფხაზურად გადათარგმნიდა.   ვინც ეძებს, ის პოულობს და მეც ვიპოვე - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი დიმა ჯაიანი დამეხმარა, მან მაპოვნინა აფხაზური ენის სპეციალისტი. წიგნის გამოცემაშიც ბატონი დიმა დამეხმარა, რის გამოც პირადად მას და მთელ სამინისტროს ვემადლიერები.

 

წიგნი არ გაიყიდება - საჩუქრებად დარიგდება", - განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner