logo_geo
eng_logo
გოგლა ჟვანია: ჩვენ დავადგენთ სიმართლეს!
- +

25 ოქტომბერი. 2016. 14:39



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ჟვანია აღნიშნავს, გამოძიებას ბევრი პრობლემა ექმნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ სიმართლეს მალე დაადგენენ.


„ვის შეიძლება დაეგეგმა, ამას დაადგენს გამოძიება. ინფორმაციები არის არაერთი, რომელიც ეხება ზურას მკვლელობამდე წინა პერიოდს. ინფორმაციებს სჭირდება გადამოწმება. ზოგი მათგანი შეიძლება იყოს სარწმუნო, ზოგი არა. ხშირად ხდება, რომ ხელისუფლებას შემოეგდო თემა, რათა გამოძიება არასწორი გზით წასულიყო. გამოძიება წინ ვერ წავიდა, რადგან პროკურატურა ფეხდაფეხ მოჰყვებოდა, ცდილობდნენ მტკიცებულებების გაყალბებას. ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ მოლოდინის რეჟიმი, რამე თუ ჩაგვივარდებოდა ხელში მყარი,მნიშვნელოვანი მტკიცებულება, ამას გამოვამჟღავნებდით.

ბუნებრივია, არის მცდელობები, კვალი წაშლილი იყოს. დადგება მოწმეებთან დაკავშირებით პრობლემა, რადგან ბევრი გაუჩინარდება, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ მაინც დავადგენთ სიმართლეს",- განაცხადა ჟვანიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner