logo_geo
eng_logo
„ეთერ გადაბაძის მხრიდან გახშირდა თავდასხმები“ - შპს „სტუდია მაესტროს“ თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ
- +

17 მარტი. 2016. 18:08


შპს „სტუდია მაესტროს" თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც „რეპორტიორი" გთავაზობთ:


მიმართავთ შპს სტუდია მაესტროს" დირექტორს, დამფუძნებლებს - მამუკა ღლონტს, ეკა აკობიას, გია გაჩეჩილაძეს, მაკა ასათიანს,  საქართველოში არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ადამიანის უფლებათა და დასაქმებულთა შრომის დაცვის სფეროში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

ჩვენ, შპს სტუდია მაესტროს" თანამშრომლები, რომლებიც კეთილსინიდისერად ვასრულებდით ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ ვერეოდით პარტნიორებს შორის მიმდინარე დავაში, რომელიც, ჩვენი აზრით, არ უნდა ეხებოდეს თანამშრომლებს. შექმნილ სიტუაციაში ჩვენთვის მორალურად და ფსიქოლოგიურად ისედაც მძიმეა დაკისრებული მოვალეობის შესრულება.

 

ბოლო ერთი კვირაა კომპანიის ყოფილი დირექტორის ეთერ გადაბაძის მხრიდან გახშირდა ჩვენზე თავდასხმები და  საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები.  ის თავის შეხედულების საფუძველზე განსაზღვრავს თანამშრომლებიდან ვინ უნდა დაშვას „მაესტროს" შენობაში და ვინ არა, თანამშრომლების ნაწილს აიძულებს, დაწერო განცხადება „მაესტროდან" წასვლაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეთერ გადაბაძე მათ უკრძალავს შენობაში შესვლას. საწუხაროდ, იყო არაერთი ფაქტიც თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფის, რომლებმაც უარი თქვეს „მაესტროდან" გადასვლაზე. გარდა ამისა, ეთერ გადაბაძე ჩვენი, როგორც თანამშრომლების სახელს უსაფუძვლოდ იყენებს საჯარო განცხადებების გაკეთებისას. აღნიშნული ქმედებებით ეთერ გადაბაძემ გაყო თანამშრომლები ორ ნაწილად და ერთმანეთს დააპირისპირა. ვფიქრობთ, რომ ეთერ გადაბაძე  აღნიშნული ქმედებებით  ცდილობს შეაფერხოს შპს სტუდია მაესტროს" ტელემაუწყებლობა.

 

მოგიწოდებთ, შეისწავლოთ შპს სტუდია მაესტროს" თანამშრომლების უფლებების დარღვევის და  ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები.  ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი შრომითი უფლებები დაცული იქნება, მაესტრო მომავალშიც გააგრძელებს შეუფერხებელ მაუწყებლობას, ხოლო პარტნიორებს შორის არსებული დავები არ შეგვეხება თანამშრომლებს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ბაია ძაგანია, გვანცა კოპლატაძე, ნელი ბეგიაშვილი, თამარ ილურიძე და 40-მდე თანამშრომელი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner