logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის ბრძოლას არ აპირებს
- +

25 ოქტომბერი. 2016. 14:47



ტელეკომპანია „მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერობისთვის ბრძოლას არ აპირებს.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევან გაჩეჩილაძემ შესაძლოა, თბილისის მერობისთვის იბრძოლოს, გაზეთ „ახალ თაობაში" გამოქვეყნდა.


თუმცა „პირველთან" საუბრისას, ლევან გაჩეჩილაძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.


პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ 1999 წელს დაიწყო, როდესაც ვაკის საარჩევნო ოლქიდან გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. შემდეგ, უმრავლესობას გამოეყო და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია, „ახალი მემარჯვენეები".


2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, გაჩეჩილაძე უკვე თბილისის საკრებულოს წევრია „მემარჯვენეების" სიით.


2003 წელს, მან აზრთასხვადასხვაობის გამო დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი.


2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ლევან გაჩეჩილაძე გაერთიანებული ოპოზიიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. მან ხმათა 25.7% მიიღო.


ლევან გაჩეჩილაძემ მოღვაწეობა დაიწყო როგორც ბიზნესმენმა. 1994 წელს მან დააფუძნა კომპანია - „Georgian Wines and Spirits" (GWS).









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner