logo_geo
eng_logo
ვაკის რაიონის გამგეობამ აფხაზეთის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
- +

25 ოქტომბერი. 2016. 14:51

 


ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ნუცუბიძის II მ/რ-ის II კვ. მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.


პროექტის თანახმად, სკვერში გამოიცვლება ბორდიურები, შეკეთდება და შეიღებება ლითონის ღობე, კედელი, მოხდება კიბეების რეაბილიტაცია, დაიგება მოზაიკური ფილები. სკვერის შესასვლელში მოეწყობა პანდუსი, დამონტაჟდება ახალი ურნები და სკამები, ტერიტორიაზე მოხდება მწვანე საფარის დამუშავება.


აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სკვერში აღმართულია სკულპტურული მემორიალი „საქართველოსთვის", რომელიც ამ ტერიტორიაზე ჟიული შარტავას ხსოვნის ნიშნად დაიდგა.


აფხაზეთის სკვერის გარდა, ვაკის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სარეაბილიტაციო სამუშაოები  მოპირდაპირე მხარეს არსებულ სკვერშიც დაიწყო. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზისპირა კედლის შეკეთება. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე გამოიცვლება ბორდიურები, დაიგება ფილები, შეკეთდება გარე განათების ბოძი, სასრიალო და საქანელები, სკამები და ურნები.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner