„პატრიოტთა ალიანსის" წევრი ირაკლი ლატარია სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავს:
„ნაციონალები" ყვირიან, რა გჭირთ, ქართველები არ ხართო?!
აი, ახლა ვართ ქართველები, ხო? თქვენ ის არ ხართ, ჩვენი მენტალობა, ჩვენი ადათ-წესები, ჩვენი სარწმუნოება რომ გძულთ? ახლა დაგჭირდათ იმის ყვირილი, რომ თურმე ქართველი ქართველს არ უნდა ურტყამდეს?
თქვენ იმ ბელადის ნაშობნი არ ხართ, ცხინვალში ბიჭების გვამებზე დადიოდა მტერი და ფოიერვერკებს რომ უშვებდა? თქვენ ის ქართველები არ ხართ, უდანაშაულო 14 წლის ბიჭებს სამუდამოს რომ აძლევდით? თქვენ ის ქართველები არ ხართ, რუსებს რომ მიეცით ქვეყნის 20 პროცენტი და ასევე ყველა ეკონომიკური განვითარებისათვის განსაზღვრული საკვანძო ობიექტი?
და ბოლოს, თქვენ ის ქართველები არ ხართ, ვისაც ბ...ბა პრივილეგიად მიგაჩნიათ და კაცობა სასაცილოდ?!" - წერს ირაკლი ლატარია.