26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სატუმრო „Radisson Blue Iveria"-ში გაიმართება მე-7 „სატელეკომუნიკაციო შეხვედრა". ღონისძიებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ვახტანგ აბაშიძე და „TMG Georgia"-ს ორგანიზატორი სოფიო ამირანაშვილი გახსნიან.
„Telecom Meeting in Georgia"-ს მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 100-მდე დელეგატი საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიიდან.
„სატელეკომუნიკაციო შეხვედრები" (TMG) ხელს უწყობს აღნიშნულ სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას. უკვე მე-7 წელია, ღონისძიებაში მონაწილეობენ მცირე, საშუალო და მსხვილი ორგანიზაციები - აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპიდან და კავკასიის რეგიონიდან.მათ შორის ისეთი გავლენიანი კომპანიები, როგორიცაა „დოიჩე ტელეკომი", „თურქ ტელეკომი", „ტელია-სონერა", „ტატა ქომუნიქეიშენს", „ორინჯ", „ტელეკომ იტალია" და სხვა.
შეხვედრის მიზანია, საერთაშორისო კომპანიებმა უკეთ გაიცნონ საქართველოს კავშირგაბმულობის ბაზარი და საკუთარი საქმიანობის გაფართოვებისა, თუ ქვეყანაში ინვესტიციების განხორცილების მიზნით, ახალი ურთიერთობა დაამყარონ ადგილობრივ სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან ან გააღრმავონ არსებული კავშირები ქართველ დელეგატებთან.