დღეს, 17 მარტს, ევროპარლამენტში გაიმართა სხდომა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე, რომელზეც მოხსენებით წარსდგნენ
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ევროპარლამენტის წევრები.
სხდომის მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თამჯდომარემ თედო ჯაფარიძემ. გთავაზობთ მისი გამოსვლის ტექსტს:
„ჩვენი „ასოცირების შეთანხმება" არის ვალდებულება, ხოლო „ვალდებულება" უფრო მეტია, ვიდრე მოვალეობის შესრულება. ვფიქრობ, ეს საქორწინო კონტრაქტის ერთგვარი ფორმაა და ამიტომ, ნება მომეცით, ევროპაზე სწორედ ამ სახის ურთიერთობის კონტექსტში ვისაუბრო.
*2013 წლის ნოემბერში ჩვენ დავესწარით ვილნიუსის სამიტს - იმხანად „შესრულების სამიტად" წოდებულს - იმის ღრმა რწმენით, რომ მოპოვებული იქნებოდა სულ მცირე სამი ხელმოწერა. ასეც მოხდა, მაგრამ არა მაშინ და არა იქ. თავად პროცესიც არც მთლად სუფთა იყო.
*2014 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა: ერთხმად და ფართოდ გახელილი თვალებით. სიმართლეა, რომ აღმოსავლეთ რეგიონს უკეთესი დღეებიც უნახავს, მაგრამ არის რაღაც, რაზეც ასეთ შემთხვევებში მღვდლები ამბობენ „ჭირსა და ლხინში".
ეს არის ჩვენი ურთიერთობების მიმდინარეობა. ვილნიუსიდან დღემდე ამ ურთიერთობებში მესამე მხარე არ ჩარეულა. მიუხედავად ყველაფრისა, მხარეებს დიდი სამუშაოს გაწევა სჭირდებათ. ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან დაახლოვება სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. ვიზალიბერალიზაციის პროცესისათვის - რომელიც უკვე მიღწეულია - პარლამენტმა განახორციელა 60 საკანონმდებლო ცვლილება და მოახდინა 7 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირება. როგორც ჩემი მეგობრები მამხნევებენ, რთული პირველი 25 წელია, შემდეგ კი ამას ეჩვევი. როგორც ჩანს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საკანონმდებლო საქმიანობის 70-80 პროცენტი მის მუდმივად დახვეწის მდგომარეობაში მყოფ საკანონმდებლო ბაზასთან დაახლოვებაა. თუმცა, ნებისმიერი ვალდებულება რთული შესასრულებელია.
ეს კარგიც არიც. ევროპა, როგორც ნებისმიერ სტაბილური ურთიერთობა, ახდენს პარტნიორების ჩართულობას, რომლებიც ერთად იზრდებიან, ერთმანეთს უახლოვდებიან და არა - გაუცხოვდებიან. ჩვენ მივაღწიეთ საერთო ნიშნულს.
ავიღოთ მაგალითად ენერგეტიკა. ჩვენი პარტნიორობა ენერგეტიკული კავშირის და ენერგეტიკული გაერთიანებისა და ჰარმონიზაციის კონტექსტში მოიცავს ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, ენერგეტიკის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან დაახლოვებას. ეს ჭეშმარიტად ამბიციური გეგმაა და საერთო ნიშნულთან მიახლოებაზე მეტსაც კი გულისხმობს.
ავიღოთ მაგალითად კანონი ყველა ფორმის დისკრიმინაციის შესახებ. ეს ერთი სახელმწიფოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მეორე სახელმწიფოში სამოქალაქო ადვოკატირებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტადარტების გაზიარების კარგი მაგალითია. ჩვენი, როგორც საზოგადოების, ტრანსფორმირების პროცესი ხშირად მტკივნეულია - როგორც ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც გცვლის - მაგრამ ეს პროცესი გადასალახია გაწევრიანებისა და შემდგომ გზაზეც. ძალიან ვაფასებ ისეთ საზოგადოებას, როგორადაც ჩვენ გარდავიქმნებით ამ მოვალეობების შესრულებისას.
წვრილმანებს არ ჩავუღრმავდები, მაგრამ 2015 წლის ზაფხულში თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა - გამანადგურებელმა წყალდიდობამ - დაგვანახა სამოქალაქო საზოგადოება მოქმედებაში. მოქალაქეები აქტიურდებიან და აღარავის შეუძლია მათი პროტესტის იგნორირება. უშიშარი ახალგაზრდები საქართველოს პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ყალიბდებიან. მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩემი აზრით მიღწევების კონსოლიდირება უნდა იყოს, მიზნად უნდა დავისახოთ მათი მხრიდან უშიშარი და ურყევი ევროპული არჩევანის გამოხატვა. საერთო ნიშნულის მიღწევამდე და მას შემდეგ, ეს მათი „ასოცირებაა", ხოლო ვიზა-ლიბერალიზაციის მეშვეობით ეს ასოცირება თვალნათელი, ხელშესახები და რეალური გამოცდილება ხდება. ჩვენ ეს გამოცდილება ძალიან გვჭირდება, ვინაიდან ურთიერთობების იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც მორალური პრინციპები იზრდება.
იმ ზაფხულს, სტიქიურ უბედურებასთან გამკლავებისას, თბილისის ქუჩებში ახალგაზრდობის ძალისხმევის შემხედვარემ მძაფრად განვიცადე „ასოცირების" შეგრძნება ყველაფერ იმასთან რასაც, ჩემი აზრით, ევროპა წარმოადგენს. ევროპაა ის, როდესაც ახალგაზრდები თავისი ბედის გამგებლები ხდებიან, როდესაც სოციალური ერთსულოვნება სამოქალაქო თვითშეგნებას ერწყმის, როდესაც ზრუნვა პასუხისმგებლობას ნიშნავს.
ეს არის ევროპა.
ამგვარია ჩვენი გარდასახვადი ურთიერთობის ბუნება. მივესალმებით კომისიის მიერ 9 მარტს ევროპარლამენტში წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას #539/2001 რეგულაციაში ცვლილების თაობაზე. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია ამ ბრწყინვალე ახალგაზრდობის მომავლისთვის, ესაა მათთვის მოგზაურობის მეშვეობით ევროპული გამოცდილების მიღების მინიჭება. 2013 წელს ევრობარომეტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საერთო სივრცეში თავისუფალი გადაადგილება უფრო მნიშვნელოვანია საერთო ევროპული იდენტობისთვის, ვიდრე მშვიდობა, ევრო ან სტუდენტური გაცვლითი პროგრამა. აღნიშნული კი, ჩემი აზრით, მიმდინარე კრიზისის მნიშვნელოვანების ილუსტრირებაა.
დიახ, ვიზა-ლიბერალიზაცია ამ თვალსაზრისით ჩვენს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შედგომ ევროპაში დაბრუნების ყველაზე არსებითი და ხელშესახები გამოვლინებაა, ვინაიდან ეს „ასოცირების" გამოცდილება, რომელიც ურთიერთობებში უტოლდება უაზრობიდან გასვლის პერიოდს, როდესაც წარმოითქმის „თანახმა ვარ".
აი, მივუახლოვდით მნიშვნელოვანსაც.
მოდით, დავეყრდნოთ კომისიის შეფასებებს და ინდივიდუალური, დამსახურებისდა მიხედვით შეფასებების მიდგომით დავასრულოთ ევროპარლამენტის 2016 წლის 6-9 ივნისის პლენარული სხდომა. ჩვენ, ისევე როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობას, კარგი ამბები გვჭირდება.
ათწლეულების განმავლობაში ევროპა იყოფოდა წევრ, არაწევრ და მომავალ წევრ ქვეყნებად. ახლა ის უფრო რთული გახდა. თუმცა, ევროპა კლუბი არ არის, ის ფასეულობათა წყობაა, მოქალაქეობის, ღირსების და თავისუფლების განცდა, რაც მას ჩვენ განუყოფელ ნაწილად აქცევს.
ამგვარი ურთიერთობები თავისთავად არ მოდის. მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ ვეღარც კი წარმომიდგენია ჩემი თავი მათ გარეშე, ევროპასთან ურთიერთობების გარეშე, რასაკვირველია", - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.