logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: არ არსებობს არგუმენტი, რომელიც „ნაცებისთვის“ ხმის მიცემის მოტივს გაამართლებს
- +

25 ოქტომბერი. 2016. 16:06



„ამგვარი მოწოდება სახელმწიფოს მიმართ მავნებლობა მგონია!" - ამ სიტყვებით აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია „ასავალ-დასავალთან" სამოქალაქო საზოგადოების მიერ გავრცელებულ მიმართვას, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველმა მეორე ტურში „ქართულ ოცნებას" მხარი არ უნდა დაუჭიროს, რადგან დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება და მოუწოდებენ, ხმა ოპოზიციას მისცენ.


გამზარდიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერება ნიშნავს 4 წლის წინანდელ საქართველოში დაბრუნებას".


„არ არსებობს არგუმენტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემის მოტივს გაამართლებს. ნებისმიერმა პოლიტიკოსმა თუ საჯარო პირმა, რომელიც პროპაგანდას უწევს მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობისთვის" ხმის მიცემას, პასუხისმგებლობა მათთან ერთად უნდა გაიზიაროს. ამგვარი მოწოდება სახელმწიფოს მიმართ მავნებლობა მგონია!

„ნაციონალურ მოძრაობას" ეშინია, კონსტიტუციაში იმის კორექტირება არ მოხდეს, რა საშინელებაც მათ ჩაიდინეს. ეს არის კამპანიის თავიც და ბოლოც. ეს პარტია არ შეცვლილა. „ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერება ნიშნავს 4 წლის წინანდელ საქართველოში დაბრუნებას!" - განაცხადა გამზარდიამ.







 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner