logo_geo
eng_logo
ბაკურ სვანიძე: აღარცერთი ნაციონალი არ უნდა შევიდეს პარლამენტში
- +

25 ოქტომბერი. 2016. 16:07



„დღეს არის ერთადერთი არჩევანი - ვინც პირველ ტურში არ წასულა არჩევნებზე, 30 ოქტომბერს ისიც კი უნდა მივიდეს და ნომერი 41 შემოხაზოს!",- ამის შესახებ ჟურნალისტმა ბაკურ სვანიძემ  განაცხადა. როგორც სვანიძემ „ასავალ-დასავალთან" აღნიშნა, მეორე ტურის არჩევნებში აუცილებელია, „ქართულ ოცნებას" დაუჭიროს ამომრჩეველმა მხარი, რომ  „ნაციონალური მოძრაობის" არცერთი წევრი პარლამენტში არ შევიდეს.


„პატარ-პატარა პარტიები ბოღმით კი არ უნდა გაიძახოდნენ, „ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა რატომ მიიღოო, თავის დროზე უნდა ემოქმედათ. დღეს, „ოცნების" საპირწონე არის „ნაციონალური მოძრაობა"! აქ დაესვა ყველაფერს წერტილი! აღარცერთი ნაციონალი არ უნდა შევიდეს პარლამენტში. ეს უკვე ელემენტარული ზნეობის საკითხია!"- განაცხადა სვანიძემ.








 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner