logo_geo
eng_logo
ქეთევან კიკნაძე: როდესაც ადამიანი პატრიარქს შეაგინებს, ჩემთვის მისი აზრი მისაღები აღარ არის!
- +

25 ოქტომბერი. 2016. 16:08



„რატომ გაჰკივიან წინასწარ, რას გააკეთებს „ქართული ოცნება" მომავალ ოთხ წელიწადში?! პირიქით რატომ არ ამბობენ - „ოცნება" ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებებს განახორციელებს და ჩვენ დავეხმარებითო?!" - ამ სიტყვებით აფასებს მსახიობი ქეთევან კიკნაძე „ასავალ-დასავალთან" სამოქალაქო საზოგადოების სახელით გავრცელებულ წერილს, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართულ ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება დემოკრატიულ პრინციპებს დააზიანებს და ამომრჩეველმა ხმა ოპოზიციურ კანდიდატებს უნდა მისცეს.


„მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ძალიან ახლობელი და პატივსაცემი ოჯახიდან არის, როგორ უნდა ავყვე ნინია კაკაბაძეს?! როდესაც ადამიანი პატრიარქს შეაგინებს, ჩემთვის მისი აზრი მისაღები აღარ არის! ვინ ხარ, ამხელა ავტორიტეტის მქონე პატრიარქს რომ მიგინებ?! ან როგორ სწამებ ცილს დედას?! ნათია ამირეჯიბი პატრიარქზე კი არა, უკანასკნელ ადამიანზეც კი არ იტყოდა აუგს.

 

გქონდეთ თქვენი აზრი, არ გეკამათებით, მაგრამ ჩემი მხრიდანაც ვიტყვი - ნუ იქნებით მკვლელებისა და კრიმინალების მხარეზე, ზნეობა და წესიერება დააფასეთ! ხალხი იდიოტი არ არის და მჯერა, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს!" - განაცხადა კიკნაძემ.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner