logo_geo
eng_logo
ბექა მჭედლიშვილი: ყველა ჩემი მეგობრის ყურადღებას ვითხოვ
- +

17 მარტი. 2016. 18:33


სოლიდარობის ფონდის წარმომადგენელი ბექა მჭედლიშვილი facebook-ის საშუალებით მეგობრებს მიმართავს და ფონდის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისკენ მოუწოდებს:

 

„ყველა ჩემი მეგობრის ყურადღებას ვითხოვ სულ ცოტა ხნით... თხოვნა მაქვს, უფრო სწორად, კი, ვფიქრობ, რომ თხოვნა არც მჭირდება და ეს ჩვენი საერთო ინტერესია. ალბათ მოგეხსენებათ, დაახლოებით 2 წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაფუძნდა საქართველოს სოლიდარობის ფონდი. ამ დროის განმავლობაში სოლიდარობის ფონდმა შეძლო, დაეფინანსებინა 220 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა. ფონდმა გააერთიანა 55 000-ზე მეტი ადამიანი საერთო სასიკეთო საქმისათვის, რაც სიმსივნით დაავადებული ბავშვების და ახალგაზრდების პირდაპირი მნიშვნელობით გადარჩენას გულისხმობს. ახლა რაც შეეხება თხოვნას: გთხოვთ, ყველას მიაწოდოთ თქვენს გარშემო ამ ფონდის შესახებ ინფორმაცია, შეიძლება თქვენს გარშემო (და ამას გისურვებთ) არავის არ სჭირდება დახმარება, მაგრამ ასევე შეიძლება თქვენი ნაცნობების თუ მეგობრების გარშემო არსებობდნენ ადამიანები , რომლებისთვისაც სოლიდარობის ფონდის შესახებ ინფორმაციის ქონა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამასთან, თქვენც შეგიძლიათ დაეხმაროთ ფონდს თუნდაც 1 ლარით, როგორ უნდა დაეხმაროთ, ქვემოთ დევს ლინკი. ასე რომ, ყველას გთხოვთ, გააზიაროთ ეს სტატუსი, ან უბრალოდ გააზიაროთ სოლიდარობის ფონდის ოფიციალური Facebook-გვერდის ლინკი : https://www.facebook.com/solidarobisfondi/?fref=ts (აქვე გთხოვთ მოიწონოთ გვერდი) ფონდში თანხის ჩარიცხვის მსურველთათვის: http://solidaroba.ge/Pay/Donation; საკონტაქტო ინფორმაცია: http://solidaroba.ge/Home/Contact/3; ყველას წინასწარ გიხდით დიდ მადლობას,სიკეთე გადამდებია!" - წერს მჭედლიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner