logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: 2008 წელს სამოქალაქო საზოგადოების წევრები სირაქლემას პოზაში იდგნენ!
- +

25 ოქტომბერი. 2016. 16:37



„ხალხო, კარგად დავფიქრდეთ, რას გვთავაზობენ ეს ადამიანები? - მკვლელობის, ძალადობის და სისტემური დანაშაულების შემოქმედ პოლიტიკურ ძალას მივცეთ ხმა? ნუ გგონიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" შეიცვალა და უკეთესი გახდა!",- ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას, რომელშიც ნათქვამია, რომ ამომრჩეველმა მეორე ტურში „ქართულ ოცნებას" ხმა არ უნდა მისცეს, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

ბესელიას განცხადებით, ადამიანებს, რომლებიც აღნიშნული მიმართვის ხელმომწერები არიან, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ახლო ურთიერთობა, ზოგს კი ნათესაური კავშირი გააჩნია.


„2008 წელს ეს ადამიანები თვალებს იბრმავებდნენ და სირაქლემას პოზაში იდგნენ! 2008 წელს სააკაშვილმა არჩევნები ტოტალურად გააყალბა, რის გამოც „გაერთიანებული ოპოზიციის" 12 წევრმა სადეპუტატო მანდატებზე უარი ვთქვით და პარლამენტში არ შევედით, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ ილაშქრებენ და მიმართვას აწერენ ხელს, ერთხელაც არ ამოუღიათ ხმა არჩევნების გაყალბებისა და ტოტალური რეპრესიების წინააღმდეგ!

აშკარაა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ გავრცელებული მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი გოგი ხოშტარია „ნაცმოძრაობაში" საკუთარ შვილს - ელენე ხოშტარიას გულშემატკივრობს, კიდევ ერთ ხელმომწერ ნინია კაკაბაძეს კი საკუთარი მეუღლის - „ნაცმოძრაობის" წევრ ზაზა ბიბილაშვილის პოლიტიკურ მომავალზე შესტკივა გული! უკაცრავად, მაგრამ ეს ადამიანები საზოგადოების სახელით ნუ ლაპარაკობენ, თავიანთი ოჯახის წევრების სახელით ილაპარაკონ!" - განაცხადა ბესელიამ.






 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner