რუსი ჟურნალისტის მარტვეი განაპოლსკის სიტყვებს: „ქართველები გამყიდველი ხალხია. მათი სტუმართმოყვარეობა მოგონილია. როცა გაგიშლიან სუფრას და გეტყვიან, ჩემი მეგობარი ხარ, უბრალოდ უთხარით: მომშორდი, გენაცვალე, რადგანაც თანამედროვე საქართველო მხოლოდ ფულზეა დახარბებული", ლექტორი ზაზა სიამაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „მარტვეი განაპოლსკი „ნაციონალური მოძრაობის" ტრუბადურია".
„ეს სიტყვები მისგან ცოტა უცნაურად ჟღერს, თუ ამ ჟურნალისტის მრწამსსა და ღირებულებებს გავითვალისწინებთ. ეს უსახო არსება ნაციონალური პარტიის ტრუბადურია და ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება?
ამ ნაძირალას მუქთა ფული დავაკარგინეთ - როგორც ამბობენ, სააკაშვილის დროს ტელეკომპანია „პიკში" 20 000 დოლარს უხდიდნენ და, ეტყობა, იმ ფულს მისტირის. რომელ დამოუკიდებელ ჟურნალისტზე მესაუბრებით? დამოუკიდებელი კი არა, ასეთებს ეთერი არ უნდა აღირსო. რაც შეეხება ქართველებს, პირში წყალი გამოივლოს და ჩვენზე ისე ილაპარაკოს, ხოლო თუ გაკვეთილი ვიქტორ ასტაფიევისგან აქვს მიღებული, მაშინ ეს მისი პრობლემაა",- განაცხადა სიამაშვილმა.