logo_geo
eng_logo
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს
- +

25 ოქტომბერი. 2016. 16:44

 

 

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო შპს „თბილსერვის ჯგუფი" მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. კოჯორში, ბეთანიასა და კიკეთში მობილიზებულია ტექნიკა და ადგილზე იმყოფებიან „თბილსერვის ჯგუფის" სპეცთანამშრომლები. მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიებზე იყრებოდა ტექნიკური მარილი. გზის გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაშიც ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.



შპს „თბილსერვის ჯგუფი"  მოუწოდებს მოსახლეობას უხვი ნალექისა და ამინდის გაუარესების გამო თავი შეიკავონ აღნიშნულ მონაკვეთებზე ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner