პოეტი რეზო ამაშუკელი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობასა" და მის წევრებთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც ამაშუკელი აცხადებს, აღნიშნული „ნაცმოძრაობის" ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს კიდევ დიდხანს ექნება გადაფარებული.
„ახლა ვეკითხები მთელ საქართველოს - დააკვირდით თვალმოჭუტულ პითონს გიგა ბოკერიას, დააკვირდით გიორგი კანდელაკს, ვაგზლის მიტოვებული უბორნიის ბუზს რომ ჰგავს, დააკვირდით ახლადაბადებულ ბეჰემოტ გოგა ონიანს, დააკვირდით სალომე სამადაშვილს, ცხვირმოჭრილ მურიას რომ ჰგავს, გუდაპერჩის იხვს რომ წააგავს, დააკვირდით მხარბეჭიან ვაჟკაცს ელენე ხოშტარიას, დააკვირდით ამ ფიზიკურად და სულიერად ნაკლულთა მთელ ხროვას და მიპასუხეთ - რითი სჯობიან ესენი ვირთხას?!
სააკაშვილი უკვე გაწურული და გადაგდებული ჩვარია, ამიტომ ახლა უნდათ, „ნაცმოძრაობის" რკინის კასრში ბოკერია გამოიყვანონ კაციჭამია ვირთხად!
როგორც ჩანს, ჩემს სამშობლოს კიდევ დიდხანს ექნება თავზე გადაფარებული „ნაციონალური მოძრაობის" ხუთჯვრიანი პარტიული დროშა",- განაცხადა ამაშუკელმა.