logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: სააკაშვილი აუცილებლად იძიებს შურს ბოკერიაზე!
- +

25 ოქტომბერი. 2016. 17:18



„სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ტირანია და ვერ იტანს ურჩობას! ოქრუაშვილი მას ეურჩებოდა და ამიტომაც დააპატიმრა! ზურაბ ჟვანიაც არ დადიოდა მის ჭკუაზე და რაც დამართეს, ყველამ იცის! ნინო ბურჯანაძეც დამოუკიდებლობას არ თმობდა და ისიც ჩამოიშორა..." - ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს. შატბერაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში" მალე საბოლოო რღვევა დაიწყება და მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიაზე შურს აუცილებლად იძიებს.


„სააკაშვილი აუცილებლად იძიებს შურს ბოკერიაზე და ეს იქნება „ნაცმოძრაობის" საბოლოო რღვევის დასაწყისი! 4 წლის შემდეგ კი, 150 კილომდე გაფუებული ნარკომანი სააკაშვილი აღარავის ენდომება!

სააკაშვილი პოლიტიკური გვამია! ის აღარც საქართველოში სჭირდებათ ნაცებს და აღარც - უკრაინაში, სადაც პოლიტიკური ანეკდოტების მთავარი პერსონაჟია! ასე რომ, სააკაშვილი გუშინდელი დღეა!

ბოკერიაც და მისი გუნდიც გუშინდელი დღეა! ბოკერიას სააკაშვილის ერთგული ფანატიკოსები მოღალატედ გამოაცხადებენ და თავბედს აწყევლინებენ! აი, მერე ილაპარაკოს „პოლიტიკურ დევნაზე"! სულ მალე ვნახავთ, როგორ დაჭამენ ნაცები ერთმანეთს!" - განაცხადა შატბერაშვილმა.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner