logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: კარგად ორგანიზებული არჩევნები ტრადიციად იქცა საქართველოში
- +

25 ოქტომბერი. 2016. 17:39



NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, მაგრამ იყო ახალგაზრდა, არ ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება არ შეგეძლოს".


აპატურაიმ განაცხადა, რომ კარგად ორგანიზებული არჩევნები საქართველოში უკევ ტრადიციად იქცა.


საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა არჩევნები და განაცხადა, რომ კარგად ორგანიზებულად ჩატარდა. მიხარია, რომ კარგად ორგანიზებული არჩევნები ტრადიციად იქცა საქართველოში. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია. იყო ინციდენტები, მნიშვნელოვანია  მათი გამოძიება საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით და პატივისცემით. საქართველოს და ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, როგორი მთავრობა ეყოლება ქვეყანას. ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით მუშაობის დაწყებას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, მათთან, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს", - განაცხადა აპატურაიმ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner