logo_geo
eng_logo
არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიების დროინდელი 40 გემი აღმოაჩინეს
- +

25 ოქტომბერი. 2016. 17:41



არქეოლოგებმა შავი ზღვის ფსკერზე ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიების დროინდელი 40 გემი აღმოაჩინეს.

გამოცემა „Daily Mail"-ის ინფორმაციით, კარტოგრაფიული ექსპედიცია შავი ზღვის ფსკერს ბულგარეთის სანაპიროსთან 1800 მეტრის სიღრმეზე სწავლობდა. მკვლევარებმა სამგანზომლებიანი ფოტოგადაღების უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენეს, რის შედეგადაც უძველესი ხომალდები აღმოაჩინეს.



სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ გემები კარგადაა შენახული, რადგან ე.წ. „მკვდარ ზონაში" მდებარეობენ, სადაც ჟანგბადი და სინათლე არ აღწევს.



არქეოლოგები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ აღნიშნულ რაიონში „გემების სასაფლაო" უნდა ყოფილიყო.



ექსპედიციის ხელმძღვანელი, საუთჰემფთონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ადამსი მიიჩნევს, რომ ახალი აღმოჩენა მეცნიერებს მისცემს საშუალებას, ოსმალეთისა და ბიზანტიის იმპერიების დროის შავი ზღვის რეგიონის ცხოვრების შესახებ ბევრი სიახლე შიტყონ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner