logo_geo
eng_logo
პროკურატურა მერაბ კვირიკაშვილის მანქანის ავარიის საქმეზე სამართლებრივ გადაწყვეტილებას ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მიიღებს
- +

25 ოქტომბერი. 2016. 18:01



ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე ზაფხულში მომხდარი ავარიის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე კი დაშავდნენ, ავტოტექნიკური ექსპერტიზაა დანიშნული, რომელმაც უნდა დაადგინოს, თუ ვისი ბრალეულობით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.



2016 წლის, 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც გარდაიცვალა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner