ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტამდე შესაძლოა თბილისიდან მატარებელი დაინიშნოს. როგორც ეკონომიკურ პორტალ bpn.ge-ს „საქართველოს რკინიგზაში" განუცხადეს, ამ ეტაპზე იდეა განიხილება და პროექტის მიზანშეწონილობა დგინდება.
„მიმდინარეობს პროექტის მიზანშეწონილობის შესწავლა და ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი. ამის შემდეგ გადაწყდება, განხორციელდება თუ არა ეს პროექტი და როგორ განხორციელდება. შემდგომი ნაბიჯები ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზის შემდეგ გახდება ცნობილი. ვფიქრობთ, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა წლის ბოლომდე დასრულდება", - განაცხადა „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ.