logo_geo
eng_logo
უკრაინაში მომხდარი სროლის დროს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები დაიღუპნენ
- +

25 ოქტომბერი. 2016. 20:44



უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში მომხდარი ორმხრივი სროლის დროს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები დაიღუპნენ -ამ ინფორმაციას haqqin.az ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, დაღუპულები არიან საქართველოს მოქალაქე ზურაბ ონანიძე და სომხეთის მოქალაქე სტაგის ბადესარიანი.

სამართალდამცველების ინფორმაციით, კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის მოხდა. კონფლიქტის მიზეზი ქალი გახდა.


ამასთან, სროლის დროს რამდენიმე პირი დაიჭრა და ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან. უკრაინული პოლიციის ცნობით, ეთნიკურ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და ადგილი ჰქონდა „საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს".



წყარო: haqqin.az


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner