logo_geo
eng_logo
მერაბ შათირიშვილი: თუ გგონიათ, „ნაცდროება“ დაბრუნდება, 500 000-ჯერ გაგირეკიათ!
- +

25 ოქტომბერი. 2016. 21:01



მოძრაობა „ახალი რეალობისთვის" თავმჯდომარე მერაბ შათირიშვილი facebook_ზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:


დღეს, შემთხვევით, ერთ მართალ, პატიოსან კაცს გადავეყარე, სამხედრო პოლკოვნიკი აღმოჩნდა, ჩემს შესახებ არც არაფერი იცოდა, მიუსაფარია ამჯერად, წინამორბედმა სისტემამ ქონება გააყიდინა - „ნაცანგელოზებმა" საპროცესო გარიგებაში ჩაადებინეს, ჰოდა, ისე მივუდექი, გული გადამიშალა: სულხან მოლაშვილს მიადგნენო, ბაჩა ახალაიას ხალხა მიადგა და წავკისი გადაგვიფორმეო, შესთავაზეს თურმე სულხანს, გამიშვით სახლში და გადაგიფორმებთო, უთქვამს აწგანსვენებულს; შენ, გადაგვიფორმე და, რა თქმა უნდა, გაგიშვებთ, აბა, აქ ვის რაში სჭირდებიო... გადაუფორმებია სულხანს წავკისი, მაგრამ, ის რომ გამოუშვეს, ისე არ გაიშვა ნაცების ჯილა... სულხანის ბავშვები, ფანჯარასთან ატუზულები ელოდნენ თურმე მამის გამოჩენას...

 

გული დამეწვა!..

 

რამდენი სულხანი გაგახსენოთ, ან რამდენი გირგვლიანი, გამცემლიძე და რობაქიძე, თქვე სატანის მოციქულებო?..

 

ციხეში იმპროვიზირებული ბუნტის პროვოცირებით ათეულობით პატიმარი მოკალით და, თურმე, ახალაია, ვიღაც უგვანო ქარდავა, უგულავა, მერაბიშვილი და მისთანები, პოლიტპატიმრები ყოფილან!..

 

მიწა რატომ არ გაგისკდებათ თქვე უსახურებო, ეშმაკისგან უარყოფილებო ( წარმოგიდგენიათ, ეშმაკი რომ უარყოფს თანამზრახველს, რა რიგის სულწაწყმედილი უნდა იყოს?!)

 

გონება მემღვრევა, როცა ამ შუბლძარღვგაწყვეტილებს ვუსმენ, უსამართლობაზე, უკანონობაზე, ძალადობაზე სხვისკენ თითს იშვერენ... ეჰ, ვერ ივარგეთ, ჩემო თანამებრძოლებო, „ქართული ოცნების" მესადავენო, თორემ, რასაც ეს ბოროტმოქმედი პარტია და მისი წევრები ბედავენ, გაბედავდნენ?.

 

საპარლამენტო კანდიდატი მოხსნან კი არა, საერთოდ როგორ ბედავენ, კანდიდატი შეთავაზონ ქართველ ამომრჩეველს?

 

თუმცა, იმ 500 000 - სი ამომრჩევლის გასაგონად მინდა ვთქვა: თქვენ, ჩემო თანამემამულენო, საქართველოს წინსვლას აფერხებთ და, თუ გგონიათ, ნაცდროება დაბრუნდება, 500 000-ჯერ გაგირეკიათ და, დროზე მოეგეთ გონს - სამშობლოს სამსახურში ჩადექით, ნუ აჰყოლიხართ შურსა და ღვარძლს...

 

დამიჯერეთ!..

 

თუ არ დამიჯერებთ, გაფრთხილდით: საქართველოს უმტრობთ თქვენ და, მტერს თავს უშურველად შევაკლავთ (მტერი-მტერია), გინდ შინაური ერქვას!.

 

შეეგუეთ: დამთავრდით!!!",- წერს შათირიშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner