მერაბ მეტრეველი ჟურნალისტიკას დაუბრუნდა.
ჟურნალისტი რადიო „პალიტრას" ეთერში გადაცემას გაუძღვება.
„სახლში ჯდომა საზიანო იყო ჩემი ოჯახის ბიუჯეტისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა რაღაცეებსაც არ გავაკეთებ. პოლიტიკას არ ვგულისხმობ ამ ეტაპზე. რატომ რადიოში? იმიტომ, რომ ვგიჟდები რადიოზე",- განაცხადა მეტრეველმა.
მისი თქმით, გადაცემა იქნება მშვიდი, ხმაურიანი დებატების გარეშე.
„ეს იქნება ანალიტიკური ხასიათის გადაცემა, ყოველგვარი დებატებისა და წივილ-კივილის გარეშე. მეყოლება მხოლოდ ერთი სტუმარი, რომელთანაც თემას (ან თემებს) საფუძვლიანად მიმოვიხილავთ",- აცხადებს მეტრეველი.