„მინდა ცოტა დავისვენო, ჩემთვის სახლში, ოჯახს, ბავშვებს მივაქციო ყურადღება",-ამის შესახებ „პალიტრანიუსის" ეთერში „თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა დავით ონოფრიშვილმა განაცხადა,რომელმაც პოლიტიკიდან დროიებით წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„თუ შემოთავაზება იქნება, უფრო მგონია, რომ არ დავთანხმდები. არანაირი შემოთავაზება ჯერ არ ყოფილა. ეს ტყუილი საუბარია - საიდუმლო შეხვედრები პარლამენტში ჩვენს კოლეგებთან. შეიძლება, სამჯერაც შეხვდე. ასე რომ, არც შემოთავაზება ყოფილა, არც ამაზე მიფიქრია. შეიძლება სულაც ამერიკაში წავიდე, როგორც ვაკეთებ ხოლმე, 5-7 წლის შემდგომ, ერთი-ორი წლით ამერიკაში მივდივარ, სტუდენტებს ვასწავლი. არ ჩამოვყალიბებულვარ საბოლოოდ", - განაცხადა ონოფრიშვილმა.