logo_geo
eng_logo
ბურჭულაძის მევალე: კონცერტს ჩავატარებინებთ და ბილეთის ფულს დავიტოვებთ
- +

25 ოქტომბერი. 2016. 22:55



პაატა ბურჭულაძის პარტიას ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ცენტრალური ოფისის დავალიანება ამ დრომდე არ გადაუხდია. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმნიუსს" უშანგი ბუჩუკური უდასტურებს, რომელიც real invest-ის დირექტორია. ეს ის კომპანიაა, რომლის შენობაშიც პაატა ბურჭულაძის ოფისი მდებარეობდა.


უშანგი ბუჩუკურის თქმით, ბურჭულაძის პარტიის ოფისის ინვენტარი დალუქულია და მანქანით ისევ ეზოში დგას.


გვეუბნებიან, რომ დავალიანებას გადაიხდიან. მათი ინვენტარი ისევ ეზოში დგას მანქანით, დალუქულია. საიმედო პირი უჩანს, გადაიხდიან თანხას. კრიტიკული სიტუაცია არაა", - განუცხადა ,,პრაიმტაიმნიუსს" უშანგი ბუჩუკურმა.


მისივე თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს real invest - ი აპირებს პაატა ბურჭულაძის ოფისის ინვენტარის გაყიდვას.


,,ეს ტყუილია, რა უფლება გვაქვს რამე გავუყიდოთ. გადაიხდიან დავალიანებას და თავის ნივთებს გავატანთ", - ამბობს უშანგი ბუჩუკური.


პაატა ბურჭულაძის მოვალის განმარტებით, სამართლებრივ დეტალებს იურისტები აგვარებენ და თუ პარტია თანხას არ გადაიხდის სასამართლოს მიმართავენ.


,,ყველა იურიდიულ დეტალს ჩვენი იურისტები აგვარებენ. თუ თანხას არ გადაიხდის, მაშინ უკვე სასამართლოს გზით წავალთ ან მოვიწვევთ პაატა ბურჭულაძეს კონცერტის ჩასატარებლად და ბილეთის ფულს დავიტოვებთ", - ამბობს უშანგი ბუჩუკური.


შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიის ,,სახელმწიფო ხალხისთვის" წევრები ცენტრალურ ოფისში დავალიანების გადაუხდელობის გამო არ შეუშვეს . აღმაშენებლის ქუჩაზე პაატა ბურჭულაძის პარტიის სათავო ოფისი კომპანია ,,რეალ ინვესტ"-ის შენობაში მდებარეობდა. კომპანიის დირექტორის უშანგი ბუჩუკურის თქმით, პაატა ბურჭულაძის პარტიას გადასახდელი აქვს ფართის დავალიანება - 54 000 დოლარი. თანხა ამ დრომდე არაა გადახდილი. დღეს დილით, კი უშანგი ბუჩუკურის თქმით, პარტიის წევრები ოფისს ცლიდნენ, ინვენტარი გაჰქონდათ და მანქანაში აწყობდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner