logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ბინძური თეთრეულის გამომზეურებას ნამდვილად არ ვაპირებ
- +

25 ოქტომბერი. 2016. 23:49



მე პარტია „თავისუფალი დემოკრატები" დავტოვე და არა ირაკლი ალასანია", - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა 2030-ში.


ირაკლი ალასანია პარტიაში სტალინი არ იყო და იქ მისი გულისთვის არ ვყოფილვარ. მე პარტიიდან წამოვედი და არა ირაკლი ალასანიასგან. მე ჩემი მოსაზრებები და შეხედულებები მქონდა. ჩვენ ერთმანეთს ვამყარებდით და ვიბრძოდით. როცა მაგიდის გარშემო შემოვსხდებოდით, ჩვენ ყველას ერთი ხმა გვქონდა და ძლიერები ამით ვიყავით. მე ჩემი წარმოდგენები მქონდა, რაც  სრულ თანხვედრაში იყო ირაკლის, ზურას, ვიქტორის, ირაკლის, დავითის და ჩემი თანაპარტიელების წარმოდგენებთან. ასე იყო ირაკლი ქადაგიშვილის, თეა წულუკიანის, ლევან იზორიას და გედევან ფოფხაძის შემთხვევაშიც. ასე რომ, წამსვლელები წავლენ და დამრჩენები დარჩებიან. ეს ჩვეულებრივი ამბავია. „თავისუფალ დემოკრატებში" განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ბინძური თეთრეულის გამომზაურებას მე ნამდვილად არ ვაპირებ", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.


მან მეორე ტურში „ქართული ოცნების" მხარდაჭერასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.


დავუშვათ აზრი, რომ „ქართულმა ოცნებამ" ყველა ოლქში წააგო. ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა" 75 მანდატს მიიღებს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია და ამიტომ, ჩვენი გზავნილი აბსოლუტურად მკაფიო უნდა იყოს. არჩევნებში ვითომდა რეფორმირებული „ნაციონალური მოძრაობა წარმოგვიდგა, მაგრამ სინამდვილეში, ამ ადამიანებში არაფერი არ შეცვლილა და ეს ძველის გადამღერებაა. ისინი ისევ დაარბევენ მიტინგებს, ისევ გააყალბებენ არჩევნებს, უდანაშაულო ადამიანებით საპატიმროებს ისევ გაავსებენ და თანამოქალაქეების სისხლს ისევ დაღვრიან. ამიტომ, ჩვენი მოწოდება, რომ მეორე ტურში მხარი „ქართულ ოცნებას" უნდა დავუჭიროთ, არავის არ უნდა ეუცნაუროს. მოწინააღმდეგეთა ბანაკიდან ისეთი შეფასებები ისმის, რომ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენ მართებული ნაბიჯი გადავდგით და ამგვარი ნაბიჯების გადადგმას მომავალშიც გავაგრძელებთ", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა.


გია ცაგარეიშვილი პარტიიდან წამოსული ლიდერების მისამართით ნინო გოგუაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.


ნინო გოგუაძის და სერგი კაპანაძის მიერ ჩვენი მისამართით გაკეთებული განცხადებები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს და როგორც ჩანს, ერთიდან მეორემდე უხილავი ზღვარიც აღარ არის, რაც ფრიად სამწუხაროა. ნინო გოგუაძის კრიტიკით არ დავკავდები, რადგან ანგარიშს ვუწევ იმ 8 წელიწადს, რაც მასთან და გუნდთან ერთად გავატარე, ამიტომ ამ კომენტარით შემოვიფარგლები. მომავალი განსაზღვრავს, ვინ იყო მართალი და ვისი გზა იყო სწორი", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.


მისი თქმით, პარტიაში ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც გუნდისთვის  სავალალო შედეგი მოიტანა.


ქართველმა ხალხმა დღეს გადაწყვიტა, რომ არჩევნების მეორე ტურში ორი პოლიტიკური ძალა გავიდეს. ამიტომ მკაფიო მორალური არჩევანი სწორედ აქაა გასაკეთებელი. ხარ შენ შუაში?! მაშინ შენ „ნაციონალური მოძრაობის" მხარეს ხარ. როცა თანაპარტიელებს მოუწოდებ, რომ მხარი არავის არ დაუჭირონ, ამ ადამიანებს ხელს კრავ და უბიძგებ, წყალი „ნაციონალური მოძრაობის" წისქვილზე დაასხან. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან ეს ასეა და როგორც არ უნდა შეფუთო, აქედან არაფერი გამოვა", - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.


ნინო გუგუაძემ ყოფილი თანაგუნდელების შეფასებისას განაცხადა, რომ „ისინი საბჭოთა მენტალიტეტიდან ვერ გამოვიდნენ."




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner