logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: მგონი, ნინო გოგუაძესთვის ამ ცხოვრებაში შთაგონების წყარო ვარ
- +

26 ოქტომბერი. 2016. 00:01



ნაკლებად მაინტერესებს, ნინო გოგუაძე რას ფიქრობს და იძახის", - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, ზურაბ აბაშიძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.


მე პარტიას ჩამოვშორდი და დღეიდან თავისუფალი დემოკრატი აღარ ვარ. ვფიქრობ, ეს ნინო გოგუაძემ ვერ გაიგო. მემგონი, ნინო გოგუაძისთვის ამ ცხოვრებაში შთაგონების წყარო ვარ, რომ ჩემზე ისაუბროს. მგონი, ჩვენი პარტიიდან წამოსვლა ყველაზე ძალიან ნინო გოგუაძეს ეწყინა, რადგან ალბათ იქ ოპონირების ველი აღარ დარჩა და ჩემმა განცხადებამ მასში ახალი ძალის გამოღვიძება მოახდინა. მე თავისუფალი მოქალაქე ვარ და იმ განცხადებას გავაკეთებ, რასაც საჭიროდ ჩავთვლი, რადგან ერთმანეთის მიმართ პოლიტიკური ვალდებულებები აღარ გაგვაჩნია და სჯობს, მან პარტიის საქმეს მიხედოს", - განაცხადა აბაშიძემ.


როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, ის ყოველთვის თვლიდა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, „თავისუფალ დემოკრატებს" აუცილებლად „ქართულ ოცნებასთან" უნდა ეთანამშრომლათ და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან".


ოპოზიციიდან გამომდინარე, გუნდში იყო ხოლმე მსჯელობა „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაზე, მაგრამ ჩვენ ის ადამიანები არ ვართ, ვინც ეთერში დაჯდება და „თავისუფალი დემოკრატების" 7-წლიან ისტორიას მოყვება, თუ რას განვიხილავდით პარტიაში, რაზე ვთანხმდებოდით და რაზე ვერ ვთანხმდებოდით. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში,  აუცილებლად „ქართულ ოცნებასთან" უნდა გვეთანამშრომლა და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს ჩემი ძალიან მკვეთრი პოზიციაა", - განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner